დიკლო-დენკი 100 რეტარდი / Diclo-Denk 100 Retard ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიკლო-დენკი 100 რეტარდი –  ნატრიუმის დიკლოფენაკი არ გამოიყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ბავშვსა და დედაზე ტოქსიური ზეგავლენის გამო.  ორსულებში დიკლოფენაკის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამის გამო დიკლოფენაკის ნატრიუმი გამოიყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.  მისი მოქმედების გამო ნატრიუმის დიკლოფენაკი თრგუნავს სამშობიარო მოქმედებას, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბოტალის სადინრის ნაადრევი დახურვა, ზრდის დედის და ბავშვის მიდრეკილებას სისხლდენებისკენ და დედის შეშუპების რისკს.  აქტიური ინგრედიენტი, დიკლოფენაკი, და მისი მეტაბოლიტები უმნიშვნელო რაოდენობით გადადიან დედის რძეში. რადგან დიკლოფენაკის ხანმოკლე გამოყენებისას ბავშვებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები, ამიტომ არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა. პრეპარატის ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა განხილულ იქნას ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter