იცით ალერგოდილს რა უკუჩვენებები აქვს?

ალერგოდილის უკუჩვენებებია: პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა და 6 წლამდე ასაკი  პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოებისათვის: მწვავე ტოქსიურობა  აზელასტინჰიდროქლორიდის ორალური მიღებისას ზრდასრულ ცხოველებს შესაძლებელია მიეცეს სხეულის მასის გათვალისწინებით, 300-დან 1700 ერთეულამდე, მაქსიმალური თერაპიული დღიური დოზა განისაზღვრება ცნს-ის რეაქციების გამოვლენამდე. (ტრემორი, აგზნება) პატარა თაგვებში 100 ერთეულის მიღებისას აღინიშნება მსგავსი მოვლენები. ტოქსიურობა განმეორებითი მიღებისას: განმეორებითი მიღებისას ვირთხებს და ძაღლებს პირველი ტოქსიური სიმპტომები გამოუვლინდათ მაქსიმალურ თერაპიული დოზის (75 ერთეულზე) მიღებისას. ვირთხებს გამოუვლინდათ ღვიძლის (ASAT, ALAT da AP ფერმენტების აქტივობის მატება, ორგანოს ზომაში მატება, უჯრედების ჰიპერტროფია, ცხიმოვანი ინფილტრაცია) და თირკმლის (შარდში აზოტის და ნატრიუმის, კალიუმის, ქლორის მომატება და ორგანოს ჰიპერტროფია. არატოქსიური დოზა როგორც პატარა, ასევე მოზრდილ ცხოველებში არის მინიმუმ 30 ერთეულიდან ადამიანების მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ალერგოდილის ცხვირის აეროზოლის 6 თვიანი ინტრანაზალური მიღებისას თერაპიულ დოზებში, ვირთხებსა და ძაღლებში არანაირი ადგილობრივი და სისტემური ტოქსიურობა არ გამოვლენილა. სენსიბილიზაცია:  აზელასტინჰიდროქლორიდს ზღვის გოჭებში არ გამოუვლენია სენსიბილიზაციური თვისებები. მუტაგენობა/კარცენოგენობა:  თაგვებსა და ვირთხებში in vivo და in vitro გამოყენებისას, არანაირი მუტაგენურობა და კანცეროგენობა გამოვლენილი არ არის.  რეპროდუქციული ტოქსიურობა: ცხოველებზე დაკვირვებისას აზელასტინჰიდროქლორიდი გადის პლაცენტარულ ბარიერს. მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. პრეპარატის ორალური მიღებისას გამოკვლეულია თაგვები, ვირთხები და ბაჭიები და მხოლოდ თაგვებში არის გამოვლენილი ტერატოგენული მოქმედება. ადამიანებზე ლაქტაციის პერიოდში და ორსულობისას, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით კვლევა არ ჩატარებულა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter