იცით არიპეგისს რა უკუჩვენებები აქვს?

არიპეგისის უკუჩვენებებია: არ გამოიყენოთ არიპეგისი  • თუ გახასიათებთ ალერგიულობა (ჰიპერმგრძნობელობა) არიპიპრაზოლის მიმართ (პრეპარატის აქტიური სუბსტანცია) ან არიპეგისის სხვა კომპონენტების მიმართ. • სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ან ოჯახის ანამნეზში დიაბეტის არსებობისას. • კრუნჩხვა • კუნთების უნებლიე პერიოდული შეკუმშვა, განსაკუთრებით სახის კუნთების • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მიკროინსულტი, არტერიული წნევის პათოლოგიური მაჩვენებლები. • თრომბი და ოჯახის ანამნეზში თრომბის არსებობა, რადგან ანტიფსიქოზური საშუალებები დაკავშირებული არის თრომბის წარმოქმნასთან. თუ შენიშნავთ, რომ მოიმატეთ წონაში, გაქვთ სირთულე ყლაპვის დროს ან გახასიათებთ ალერგიული სიმპტომები, აცნობეთ ექიმს. ხანდაზმულ პაციენტებში, დემენციის (მეხსიერების ან სხვა გონებრივი უნარის დაკარგვა) და ინსულტის ან მიკროინსულტის გადატანის შემთხვევაში, პაციენტმა და მისმა მომვლელმა/ნათესავმა უნდა აცნობოს ამის შესახებ ექიმს.  თუ გაგიჩნდებათ ისეთი აზრები, როგორიცაა საკუთარ თავზე ზიანის მიყენება, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს. არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში (აქტიური სუბსტანცია) ადგილი ჰქონდა სუიციდური აზრების გამოვლენას და სუციდურ ქმედებას. დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს, თუ იგრძნობთ კუნტების შებოჭვას და რიგიდულობას, რასაც ახასიათებს თანმდევი ტემპერატურა, ოფლიანობა, ფსიქიური მდგომარეობის ცვლილება სწრაფი ან არარეგულარული გულისცემით. ბავშვების და მოზარდის ასაკი არიპეგისი არ არის განკუთვნილი ბავშვების და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოყენებისათვის. პრეპარატი არიპეგისის გამოყნებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter