იცით გლემპიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლემპიდის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, გლემპიდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. იშვიათი არასასურველი ეფექტები (უფრო ხშირად, ვიდრე 10000 პაციენტიდან 1-ში, მაგრამ უფრო იშვიათად, ვიდრე 1000-დან 1-ში): სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება (ჩვეულებრივ, ნორმალიზდება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას) და სისხლში შაქრის დონის შემცირებისას. ძალიან იშვიათი არასასურველი ეფექტები: (უფრო იშვიათად, ვიდრე 1000-დან 1-ში): გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჩაროზის შეგრძნება*, ტკივილი მუცლის არეში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ქოლესტაზი, სიყვითლე), ჰეპატიტი, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის შემცირება, შოკი), ალერგიული ვასკულიტი, ფოტომგრძნობელობა, შრატში ნატრიუმის შემცველობის შემცირება. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებას, კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს (მაგალითად, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება) ან ჯვარედინ ალერგიას სულფონილშარდოვანას პრეპარატებზე და სულფონილამიდებზე, მხედველობის დროებით გაუარესებას (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). მწვავე ან შემაწუხებელი სიმპტომების განვითარებისას, მაგალითად, სიყვითლე, ან სუნქვის გაძნელება, აუცილებელია ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია. ნებისმიერი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც აღწერილი არ არის ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter