იცით დარდუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დარდუმის გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციები: მაკულოპაპულოზური გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია წამლისმიერი ცხელება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, ანაფილაქსიური რეაქცია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული კოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გარდამავალი მატება; სისხლის სურათის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას – შექცევადი ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპოპროთრომბინემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაბალი მაჩვენებელი, კუმბსის დადებითი რეაქცია; ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია – მტკივნეულობა კუნთში პრეპარატის შეყვანის ადგილას, ინტრავენური შეყვანისას –  ფლებიტის განვითარება; სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, მეტად იშვიათდ – ვიტამინ K-ს დეფიციტი (სისხლდენა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter