იცით დარზოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დარზოქსის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ანორექსია, პირის სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი; შესაძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება, იშვიათად – პანკრეატიტი. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ასთენია, პარესთეზიები, თავის ტკივილი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიური ჰიპოტენზია, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ჰიპოკალიემია), არითმია, გულისცემის აჩქარება.  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ჰემორაგიული ვასკულიტი. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია, სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის მომატება, ჰიპერკრეატინინემია, გლუკოზურია. სხვა: სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობის გართულება. ძალიან იშვიათად: თრომბოციტოპნია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის აპლაზია და ჰემოლიზური ანემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter