იცით დასელტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დასელტას გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები ყველა პრეპარატის მსგავსად დასელტამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. დესლორატადინის ბაზარზე გაშვების შემდეგ ძალიან იშვიათად აღინიშნა მძიმე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და შეშუპება) (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. მოზარდებში, ყველაზე ხშირად აღინიშნა თავის ტკივილის შემთხვევები. ყველაზე ხშირად გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:-              გამონაყარი –              ტაქიკარდია –              კუჭის ტკივილი –              გულისრევა (გულისრევის შეგრძნება) –              ღებინება –              გასტრიტი –              დიარეა –              თავბრუსხვევა –              ძილიანობა –              ჩაძინების გაძნელება –              კუნთების ტკივილი –              ჰალუცინაციები –              მოუსვენრობა სხეულის მომატებული მოძრაობებით –              ჰეპატიტი –              ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამოვლინდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე დანართ ფურცელში, უთხარით ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter