იცით დენკალგინ ფეინ რილიფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დენკალგინ ფეინ რილიფ-ის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის ისეთი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას, რომელიც არ არის შეტანილი მოცემულ ჩამონათვალში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან უმეტესობა აშკარად დამოკიდებულია დოზაზე და ინდივიდუალურ თავისებურებებზე. აცეტილსალიცილის მჟავის გვერდითი მოვლენები:  ხშირად: ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ, მუცლის ტკივილი და მცირე სისხლდენები. ხანდახან: გულისრევა, ღებინება, დიარეა. იშვიათად: კუჭიდან სისხლდენა და წყლული, მომატებული მგრძნობელობა. ინდივიდუალურ შემთხვევებში: თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოგლიკემია, ასევე კანის მძიმე რეაქციები (მულტიფორმული ექსუდაციური ერითემის ჩათვლით). დარღვევები ცნს-ის მხრივ, მათ შორის თავის ტკივილი, ღებინება, ყურებში შუილი, მხედველობის დარღვევა ან ძილიანობისკენ მიდრეკილება, ასევე რკინა-დეფიციტური ანემია (ხანგრძლივი და მუდმივი გამოყენების შემთხვევაში). მაღალმა დოზებმა და მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა, ისევე როგორც ნატრიუმისა და წყლის შეკავება(იხ. დოზის გადაჭარბება). ინდივიდუალურ შემთხვევებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ინდივიდუალურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესის მიმდინარეობის გაუარესება (მაგალითად ნეკროზული ფასციიტის განვითარება).  ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს არასტეროიდული საშუალებების ანთების დამთრგუნველ მოქმედებასთან. იშვიათ შემთხვევებში პარაცეტამოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის შეწითლება, ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში კი_ალერგიული რეაქციები ეკზანთემის განვითარებით. ინდივიდუალურ შემთხვევებში პარაცეტამოლის გამოყენებისას ასევე აღწერილია ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევები (კვინკეს შეშუპება, რესპირატორული დისტრესი, ოფლიანობა, გულისრევა, არტერიული წნევის დაცემა შოკურ დონემდე). ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ალერგიული თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია, ხოლო ინდივიდუალურ შემთხვევებში კი აგრანულოციტოზი და პანციტოპენია. ინდივიდუალურ შემთხვევებში წინასწარგანწყობილ პაციენტებში შეინიშნება ბრონქოსპაზმი (ანალგეზიური ასთმა).  დენკალგინში არსებულმა კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, აფორიაქების გრძნობა, ტაქიკარდია და ჩივილები კუჭის მხრივ. თუ თირკმელების ფუნქცია უკვე დარღვეულია და გამოხატულია თირკმლის უკმარისობა, მოცემული კომბინაციის ხანგრძლივი გამოყენება ზრდის ანალგეზიური ნეფროპათიის განვითარების რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter