იცით დეპრექსორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეპრექსორის გვერდითი მოვლენებია: სრული ჩამონათვალი გვერდითი მოქმედების სიხშირე (გამოვლენის ალბათობა) კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (ვლინდება 10 მომხმარებლიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში), ხშირი (ვლინდება 100 მომხმარებლიდან 1-10 შემთხვევაში), არახშირი (ვლინდება 1000 მომხმარებლიდან 1-10 შემთხვევაში), იშვიათი (ვლინდება 10000 მომხმარებლიდან 1-10 შემთხვევაში), ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000 მომხმარებლიდან 1-ზე ნაკლებ  შემთხვევაში), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).  დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ არახშირი: სისხლჩაქცევა, კუპრისებრი განავალი ან სისხლი განავალში, რაც შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შინაგანი სისხლდენის სიმპტომი.  უცნობი სიხშირის: სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რაც იწვევს სისხლჩაქცევის ან სისხლდენის რისკის მომატებას), სისხლდენის დროის გახანგრძლივება, დარღვევები სისხლის მხრივ (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რისკის მომატება).  დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ  ძალიან ხშირი: პირის სიმშრალე, გულისრევა ხშირი: მადის დაქვეითება, ღებინება, შეკრულობა. არახშირი: გემოვნების შეცვლა, კბილების კრაჭუნი, დიარეა. უცნობი სიხშირის: ძლიერი ტკივილი მუცელში ან ზურგში (რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავების, ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის სერიოზული პრობლემებით).  ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევა ხშირი: წონის კლება, ქოლესტერინის დონის მომატება. არახშირი: წონის მატება უცნობი სიხშირის: წყლის ჭარბი მიღება, რძის პათოლოგიური გამოყოფა, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება.  დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ უცნობი სიხშირის: სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მსუბუქი ცვლილება; ქავილი, კანის და თვალების გაყვითლება, შარდის გამუქება ან გრიპისმაგვარი სიმპტომები, რომლებიც წარმოადგენენ ღვიძლის ანთების (ჰეპატიტის) გამოვლინებას.  დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ძალიან ხშირი: თავის ტკივილი; ხშირი: პათოლოგიური სიზმრები, თავბრუსხვევა, კუნთების ტონუსის მომატება, ნერვიულობა, გაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, დამშვიდება, ტრემორი. არახშირი: კუნთების უნებლიე მოძრაობები, კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევა. იშვიათი: მოუსვენრობის შეგრძნება ან წყნარად ჯდომის ან დგომის უუნარობა, კრუნჩხვები ან გულყრები. უცნობი სიხშირის: ნეიროლეპტიური ავთვიასებიანი სინდრომი (მაღალი ტემპერატურა კუნთების შებოჭილობით (რიგიდული მუსკულატურა), ცნობიერების არევა და აგზნება, ოფლიანობა, კუნთების უეცარი მოძრაობები, რომელთა კონტროლი შეუძლებელია); სეროტონონული სინდრომი (ეიფორია, ძილიანობა, თვალების მუდმივი სწრაფი მოძრაობა, მოუქნელობა, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ოფლიანობა ან კუნთების შებოჭილობა), კუნთების სპაზმები და უნებლიე მოძრაობები.  ფსიქიკური დარღვევები ხშირი: უძილობა, ცნობიერების არევა, საკუთარი თავიდან და რეალობიდან იზოლირების (ან გარიყულობის) შეგრძნება. არახშირი: გრძნობების და ემოციების დაკარგვა, ჰალუცინაციბი (ადამიანი ხედავს, შეიგრძნობს და ესმის არარსებული), აგზნება. იშვიათი: ჭარბი აგზნების შეგრძნება და ეიფორია (ზედმეტი და უსაფუძვლო კარგი თვითშეგრძნება, მომატებული მხიარული განწყობა რეალობასთან კავშირის გარეშე). უცნობის სიხშირის: დელირიუმი (გონების დაბინდვა ცნობიერების ზოგადი არევით, დეზორიენაციით, აზროვნების და მეხსიერების დარღვევით, დეფექტური აღქმა, მოძრაობითი მოუსვენრობა), აზრები თვითდაზიანების და თვითმკვლელობის შესახებ.  დარღვევები მხედველობის მხრივ ხშირი: მხედველობის დაბინდვა, გუგების გაფართოება, მხედველობითი დარღვევევბი უცნობი სიხშირის: თვალების ძლიერი ტკივილი და შესუსტებული ან დაბინდული მხედველობა (მახვილკუთხოვანი გლაუკომა).  დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ არახშირი: ხმაური ყურებში (ტინიტუსი).  დარღვევები გულის მხრივ ხშირი: გულისცემა არახშირი: გულის აჩქარება უცნობი სიხშირის: გულის რითმის დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულყრები, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე.  სისხლძარღვოვანი დარღვევები ხშირი: წამოწითლება, მომატებული არტერიული წნევა. თავბრუსხვევა (განსაკუთრებით სწრაფად წამოდგომისას), გულყრები უცნობი სიხშირის: არტერიული წნევის დაქვეითება  დარღვევები სუნთქვის მხრივ ხშირი: მთქნარება. უცნობი სიხშირის: ხველა, ხიხინი, მოხრჩობა და მაღალი ტემპერატურა, რომლებიც წარმოადგენენ ფილტვების ანთების სიმპტომებს, რაც დაკავშირებულია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატებასთან (ფილტვისმიერი ეოზინოფილია).  დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ ძალიან ხშირი: ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით).  არახშირი: გამონაყარი, პათოლოგიური თმის ცვენა, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა. უცნობის სიხშირის: კანის გამონაყარი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფორმის გამონაყარი და კანის აქერცვლა, ქავილი, სუსტი გამონაყარი.  დარღვევები კუნთების მხრივ უცნობი სიხშირის: კუნთების აუხსნელი ტკივილი, კუნთების მგრძნობელობა ან სისუსტე.  დარღვევები საშარდე სისტემის მხრივ ხშირი: ხშირი შარდვა, შარდვის გაძნელება. არახშირი: შარდის შეკავება.  რეპროდუქციული და სექსუალური დარღვევები ხშირი: ლიბიდოს (სექსუალური სურვილის) დაქვეითება, პათოლოგიური ეაკულაცია/ორგაზმი (მამაკაცები), ორგაზმის არარსებობა, ერექციული დისფუნქცია (იმპოტენტობა), არარეგულარული მენსტრუაცია (გაძლიერებული ან არარეგულარული სისხლდენა). არახშირი: ქალებში ორგაზმის დარღვევა  დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ უცნობი სიხშირის: სისტემური ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (სახის ან ენის შეშუპება, მოხრჩობა ან გაძნელებული სუნთქვა, რომელსაც ხშირად თან ახლავს გამონაყარი). ზოგადი დარღვევები ხშირი: სისუსტე (ასთენია), შემცივნება.  ზოგჯერ დეპრექსორმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , რომელიც შეიძლება ვერ შეიგრძნოთ (მომატებული არტერიული წნევა, აბნორმალური გულის რითმი, სისხლში ღვიძლის ფერმენტების, ნატრიუმის ან ქოლესტერინის დონის მსუბუქი ცვლილება). შედარებით იშვიათად დეპრექსორმა შეიძლება შეამციროს სისხლში თრომბოციტების ფუნქცია, რასაც მოსდევს სისხლჩაქცევის ან სისხლდენის რისკის მომატება. თუ თქვენ ხანგრძლივად იღებდით დეპრექსორს, თქვენი ექიმი პერიოდულად დაგინიშნავთ სისხლის გამოკვლევებს. თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები: , რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter