იცით დესლორა-დენკ 5-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დესლორა-დენკ 5-ის გვერდითი მოვლენებია: მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები: სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. მოზრდილებში დესლორა-დენკ 5-ის გვერდითი მოვლენები: დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც პლაცებოს შემთხვევაში. თუმცა პლაცებოსთან შედარებით დაღლილობა, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი უფრო ხშირად გამოვლინდა. მოზარდებში გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი იყო თავის ტკივილი.  დესლორა-დენკ 5-ის მიღების შემდეგ ძალიან იშვიათ შემთხვევებში (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან) გამოვლინდა ძლიერი ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, ქავილი, ჭინჭირს ციება და შეშუპება) და გამონაყარი. ასევე ძალიან იშვიათ შემთხვევაში გამოვლინდა გახშირებული გულისცემა, ტაქიკარდია, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ფაღარათი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, კუნთების ტკივილი, ჰალუცინაციები, გულყრა, დაღლილობა გაზრდილი ფიზიკური აქტივობის დროს, ღვიძლის ანთება და ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან).  რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რაც არ არის აღწერილი აღნიშნულ ინსტრუქციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter