იცით დიანე-35-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიანე-35-ის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს დიანე-35-ის მიღების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ გარდამავალია. საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, პირღებინება. სასქესო სისტემა: ვაგინალური სეკრეციის ცვლილებები, მენსტრუაციათაშორისი სისხლიანი გამონადენი. ენდოკრინული სისტემა: სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და დაჭიმულობა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი, ლიბიდოს ცვლილება, სხეულის მასის ცვლილება. ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, შაკიკი, გუნება-განწყობის ცვლილება/დაქვეითება. სხვა: კონტაქტური ლინზების ცუდი ატანა, მხევდელობის დარღვევები, ალერგიული რეაქციები. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ქალებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს სახეზე ყავისფერი ლაქების (ქლოაზმების) გაჩენას, რომლებიც ძლიერდება მზის სხივების ზემოქმედებით; ქალები ასეთი ცვლილებებით უნდა მოერიდონ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter