იცით დივიგელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დივიგელის გვერდითი მოვლენებია:  ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეპრესია, ქორეა, შაკიკი; გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მომატება, თრომბოფლებიტი; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, მუცლის ჭვალი; კანზე ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კანის გაღიზიანება, კანის ჰიპერემია გელის წასმის ადგილებში, კონტაქტური დერმატიტი; რეპროდუქციული სისტემის მხრივ: სისხლდენა საშვილოსნოდან (მეტრორაგია), ვაგინალური კანდიდოზი, სისხლიანი გამონაყოფი, საშვილოსნოს ლეომიომის ზომების გაზრდა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (პროგესტერონთან კომბინაციის გარეშე დანიშვნის შემთხვევაში), ენდომეტრიუმის კარცინომა (მენოპაუზის შემდგომ პერიოდში პაციენტებში ინტაქტური საშვილოსნოთი) ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ საკვერცხეების სკლეროზი, ლიბიდოს შეცვლა; ენდოკრინული სისტემის მხრივ: სარძევე ჯირკვლების გაუხეშება (დაჭიმვა და/ან გადიდება), სხეულის მასის გაზრდა, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება; ღვიძლის ფუნქციისა და ნაღველმდენი სისტემის მხრივ: ქოლესტაზური სიყვითლე, ქოლელითიაზი, პორფირიის შეტევები; წყლისა და მარილების ცვლის მხრივ აღინიშნება Na+, Ca2+ და წყლის შეკავება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს (შეშუპებები); სხვა: მხედველობის დარღვევა (რქოვანას სიმრუდის ცვლილებები), ქლოაზმა, მელანოდერმია, ვაგინალური კანდიდოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter