იცით დიკლოფენაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლოფენაკის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: 1%-ზე ხშირად – აბდომინური ტკივილები, მუცლის შებერვის შეგრძნება, დიარეა, გულისრევა, შეკრუულობა, მეტეორიზმი, ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, პეპტიური წყლული შესაძლო გართულებებით (სისხლდენა, პერფორაცია), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. 1%-ზე იშვიათად – ღებინება, სიყვითლე, მელენა, განავალში სისხლი, საყლაპავის დაზიანება, აფტოზური სტომატიტი, ლორწოვანი გარსების სიმშრალე (მათ შორის პირის), ჰეპატიტის (შესაძლებელია ელვისებური მიმდინარეობა), ღვიძლის ნეკროზი, ციროზი, ჰეპატორენალური სინდრომი, მადის ცვლილება, პანკრეატიტი, ქოლეცისტოპანკრეატიტი, კოლიტი.  ნერვული სისტემა: 1%-ზე ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; 1%-ზე იშვიათად – ძილის დარღვევა, ძილიანობა, დეპრესია, გაღიზიანება, ასეპტიური მენინგიტი (უფრო ხშირად სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილის სხვა სისტემური დაავადების მქონე პაციენტებში), კრუნჩხვები, საერთო სისუსტე, დეზორიენტაცია, კოშმარული სიზმრები, შიშის შეგრძნება. გრძნობათა ორგანოები: 1%-ზე ხშირად – ხმაური ყურებში; 1%-ზე იშვიათად – მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, დიპლოპია, გემოვნების დარღვევა, სმენის შექცევადი ან შეუქცევადი დაქვეითება, სკოტომა. კანის საფარი: 1%-ზე ხშირად – კანის ქავილი, კანის გამონაყარი; 1%-ზე იშვიათად – ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ტოქსიური დერმატიტი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), მომატებული ფოტომგრძნობელობა, წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევები. შარდ-სასქესო სისტემა: 1%-ზე ხშირად – სითხის შეკავება; 1%-ზე იშვიათად – ნეფროტოქსიკური სინდრომი, პროტეინურია, ოლიგურია, ჰემატურია, ინტერსტიციური ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, აზოტემია. სისხლმბადი ორგანოები და იმუნური სისტემა: 1%-ზე ხშირად – ანემია, (მათ შორის ჰემოლიზური და აპლაზიური ანემიები), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენიური პურპურა, ინფექციური პროცესების მიმდინარეობის გაუარესება (მათ შორის ნეკროზული ფასციიტი). სასუნთქი სისტემა: 1%-ზე იშვიათად – ხველა, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება, პნევმონიტი. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: 1%-ზე იშვიათად – არტერიული წნევის მომატება; გულის შეგუბებითი უკმარისობა, ექსტრასისტოლია, ტკივილი გულმკერდის მიდამოში. ალერგიული რეაქციები: 1%-ზე იშვიათად – ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (ჩვეულებრივ ვითარდება მიზნობრივად), ტუჩების და ენის შეშუპება, ალერგიული ვასკულიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter