იცით დიპირიდამოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიპირიდამოლის გვერდითი მოვლენებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი; – გულისრევა, ღებინება; – ჰიპოტონია, ტაქიკარდია პრეპარატის ვენაში სწრაფად შეყვანისას; – კანის სიწითლე, რომლის თანმხლებია სიცხის შეგრძნება. იშვიათად აღინიშნება გულის კორონარული დაავადების მიმდინარეობის გაუარესება; – ჰიპერერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა), მაგალითად, კანზე ხანმოკლე გამონაყრის და ურტიკარიის სახით. – ცალკეულ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევისას, ან მისი მსგავსი პროცედურის ჩატარებისას მოსალოდნელი სისხლდენის განვითარება. პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს: – სტენოკარდია; – მიოკარდიუმის ინფარქტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter