იცით დიპროსალიკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიპროსალიკის გვერდითი მოვლენებია:  ადგილობრივი გვერდითი რეაქციები, რაც ქვემოთაა მოცემული, არის ტიპიური ადგილობრივად გამოყენებადი კორტიკოსტეროიდებისათვის, ამიტომ ისინი დასაშვებია პრეპარატ დიპროსალიკისათვის®. არასასურველი ეფექტების გამოვლინების სიხშირის მითითება შეუძლებელია, ვინაიდან მოცემული შემთხვევები დარეგისტრირდა მხოლოდ პრეპარატის ბაზარზე გასვლის შემდეგ.  მკურნალობის დასაწყისში იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია. კანი: კანის გაღიზიანება, წვა, ქავილი, სიმშრალე. უფრო ხანგრძლივი გამოყენება კანа: კანის ატროფია, ტელეანგიექტაზიები (რისკი განსაკუთრებით მაღალია სახეზე), კანის ჰემორაგიები, სტრიები, აკნე, როზაცეას წარმოქმნა ან გამწვავება, პერიორალური დერმატიტი, ჰიპერტრიქოზი, დეპიგმენტაცია, ჩირქოვანი გამონაყარი. ადგილობრივი გამოყენების  კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა გამოიწვიოს ჭრილობების შეხორცების დაყოვნება, ნაწოლები და წყლულები ფეხებზე.  დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას და/ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ ხანგრძლივად გამოყენებისას  ინფექციები: ინფექციები ენდოკრინული სისტემა: ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სინთეზის დათრგუნვა, ჰიპერკორტიციზმი შეშუპებებით.  ნივთიერებათა ცვლა: შაქრიანი დიაბეტი (ფარული დაავადების მანიფესტირება) კანი: სტრიები. ძვალ-კუნთოვანი სისტემა: ოსტეოპოროზი, ზრდის შეჩერება ბავშვებში. ზოგადი დარღვევბი და გამოყენების ადგილას რეაქციები: შეშუპებები. ადგილობრივი გლუკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი ან ჭარბი გამოყენებისას შესაძლოა ჰიპოფიზურ-ადრენერალინური ფუნქციის დათრგუნვა მეორადი ადრენალური უკმარისობის განვითარებითა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარებით, მათ შორის კუშინგის დაავადების. ტოპიკური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა ან ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სალიცილიზმის სიმპტომების განვითარება.  სალიცილის მჟავას პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დერმატიტი. ზემოხსენებული გვერდითი რეაქციების, ასევე იმ რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter