იცით დიპროსპანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიპროსპანის გვერდითი მოვლენებია: ნატრიუმის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, სითხის დაგროვება ქსოვილებში, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტონია, კუნთების სისუსტე, კორტიკოსტე¬როი¬დული მიოპათია, კუნთოვანი მასის დაკლება, მიასთენიური სიმპტომების გაუარესება მძიმე ფსევდოპარალიზური მიასთენიის დროს, ოსტეოპოროზი, არასტაბილური სახსარი, პეპტიური წყლულების წარმოქმნა შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, პანკრეატიტი, მუცლის შებერვა, ჭრილობის შეხორცების დარღვევა, კანის ატროფია, კანის გათხელება, პეტექია, ექკიმოზი, სახის ერითემა,მომატებული ოფლიანობა, კანის რეაქციები (დერმატიტი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება), კონვულსიები, ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით (ტვინის ფსევდოსიმსივნე) ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის ბოლოს, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის მოშლა, კუშინგოიდური სინდრომის განვითარება, ბავშვის ზრდის შეფერხება, მეორადი ადრენოკორტიკოიდული და პიტუიტური უკმარისობა, განსაკუთრებით სტრესის შემთხვევაში, მაგალითად ტრავმის, ქირურგიული ჩარევის და დაავადების დროს, ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის შემცირება, ინსულინის დოზის კორექციის საჭიროება უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, მომატებული ქალასშიდა წნევა, გლაუკომა, ეგზოფტალმი, აზოტის უარყოფითი ბალანსი ცილოვანი კატაბოლიზმის შედეგად, ლიპომატოზი, მათ შორის მედიასტინური და ეპიდურალური ლიპომატოზი, სხეულის მასის გაზრდა, ეიფორია, ხასიათის ცვალებადობა, ძლიერი დეპრესია გამოხატული ფსიქიური გამოვლინებით, ხასიათის შეცვლა, უძილობა, გაღიზიანება, ანაფილაქსიური და ზემგრძნობელობითი რეაქცია პრეპარატზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter