იცით დოენზა–სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოენზა–სანოველის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება: დონეპეზილის მიღებასთან დაკავშირებული შედარებით გავრცელებული გვერდითი მოვლენები: ა: გულისრევა, დიარეა, უძილობა, ღებინება, კრუნჩხვები, დაღლილობა და მადის დაკარგვა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები: ძირითადად უმნიშვნელოა, ატარებს შექცევად ხასიათს და გაივლის მკურნალობის გაგრძელებისას დოზის კორექციის გარეშე. პლაცებო-კონტროლირებადი გამოკვლევებისას პაციენტების 2%-ზე მეტში, რომლებიც იღებენ დონეპეზილს, აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: მათთან შედარებით, ვინც იღებდა პლაცებოს. ზოგადი: თავის ტკივილი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი, გადაღლა. გულ–სისხლძარღვთა სისტემა: გულისწასვლა. საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, ფაღარათი, ღებინება, მადის დაკარგვა. სისხლის სისტემა: ეკქიმოზი. ნივთიერებათა ცვლა: სხეულის მასის შემცირება. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: კრუნჩხვები, ართრიტი. ნერვული სისტემა: უძილობა, თავბრუსხვევა, დეპრესია, ანომალური სიზმრები, ძილიანობა. შარდ–სასქესო სისტემა: შარდვის გახშირება. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter