იცით დორზასოპტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დორზასოპტის გვერდითი მოვლენებია: მთლიანობაში  პრეპარატი კარგად გადაიტანება. კლინიკური კვლევებით, აღნიშნული კომბინირებული პრეპარატის გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. გვერდითი რეაქციები შემოიფარგლებოდა დორზოლამიდ ჰიდროქლორიდის და/ან თიმოლოლის მალეატის ცნობილი გვერდითი ეფექტებით. ძირითადად, სისტემური გვერდითი ეფექტები იყო სუსტად გამოხატული და პრეპარატის შეცვლას არ საჭიროებდა. ცნობილია პრეპარატის კომპონენტების შესაძლო შემდეგი გვერდითი ეფექტები:-              დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი: მხედველობის ორგანოს მხრივ: ქუთუთოს ანთება, ქუთუთოს გაღიზიანება და დესქვამაცია, ირიდოციკლიტი, წერტილოვანი კერატიტი, ტრანზიტორული მიოპია (რომელიც ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ); ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ასთენია/დაღლილობა, პარესთეზიები. ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება, ქავილი; სხვა: ცხვირიდან სისხლდენა, ხახის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, გამონაყარი. –              თიმოლოლის მალეატი: ადგილობრივი გამოყენებისას: მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, მგრძნობელობის დაქვეითება რქოვანაზე, სიმშრალე, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რომელიც მოიცავს სხივის გარდატეხის უნარის ცვლილებას (რიგ შემთხვევაში მიოტიკების მოხსნის გამო), დიპლოპია, ფტოზი; ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: შუილი ყურებში, პარესთეზიები, თავის ტკივილი, ასთენია, დაღლილობა, თავბრუსხვევა, დეპრესია, უძილობა,  მეხსიერების დაქვეითება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმია, ჰიპოტენზია, გულისწასვლა, რითმის დარღვევა, გულის გაჩერება, შეშუპება, რეინოს სინდრომი, კიდურებში ტემპერატურის დაქვეითება; სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (უპირატესად ბრონქოობსტრუქციული პათოლიგიის მქონე პაციენტებში), ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში.  დერმატოლოგიური რეაქციები: ალოპეცია, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი ან ფსორიაზის გამწვავება; ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, გენერალიზებული გამონაყარი. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, დისპეფსია, პირის სიმშრალე. სხვა: ლიბიდოს დაქვეითება, პეირონის დაავადება, სისტემური წითელი მგლურა. სისტემური გამოყენებისას: კიდურების ტკივილი, ტოლერანტობის შემცირება ფიზიკური დატვირთვისას, II და III ხარისხის AV – ბლოკადა, სინოაურიკულარული ბლოკადა, ფილტვების შეშუპება, სტენოკარდიის გაუარესება, ვაზოდილატაცია, ქავილი, მომატებული ოფლიანობა, ექსფოლიაციური დერმატიტი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, მომატებული ძილიანობა, ღებინება, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, ართრალგია, იმპოტენცია. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: თიმოლოლის სისტემური მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები იშვიათად აღინიშნებოდა. აღწერილია ნარჩენი აზოტის, კალიუმის დონის, შარდმჟავას და სისხლის პლაზმის ტრიგლიცერიდების მცირედი მომატება. ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ქოლესტერინის, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მცირედი დაქვეითება, მაგრამ აღნიშნულმა ცვლილებებმა პროგრესი არ განიცადა და კლინიკურად არ გამოვლინდა. ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსევდოპარალიზური მიასთენიის გამწვავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter