იცით დოქსი-დენკი 100-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსი-დენკი 100-ის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიც არის გულისრევა, სიმძიმე კუჭში, გულძმარვა, ბოყინი, ღებინება, აირების დაგროვება, ცხიმიანი განავალი და ფაღარათი ხშირად ვლინდება დოქსი-დენკ 100-ის მიღებისას. პრეპარატის მიღებამ საკვებთან ერთად შესაძლებელია შეამციროს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ეს მცირედ მოქმედებს შეწოვის სიჩქარეზე. ქვემოთმოყვანილი გვერდითი მოვლენები: ვლინდება არახშირად: სტომატიტი, ფარინგიტი, ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება და ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა შავი თმიანი ენის შემთხვევები. მკურნალობის დროს ან მკურნალობის დამთავრებიდან 1 კვირის განმავლობაში ძლიერი და უწყვეტი ფაღარათის განვითარების შემთხვევაში სავარაუდოა ფსევდომემბრანული კოლიტის არსებობა (რაც უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია Clostridium difficile-ით). ანტიბიოტიკების მკურნალობით გამოწვეული ნაწლავური დაავადების განვითარება შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის საშიში და საჭიროებს დაუყოვნებელი და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას (იხ. დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო ზომები). ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ინტრაკრანეალური წნევის მომატება (pseudotumour cerebri). აღნიშნული მდგომარეობა დარეგულირდა მკურნალობის დამთავრების შემდეგ. იგი ვლინდება თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით და შესაძლოა მხედველობის დარღვევით, რაც გამოწვეულია პაპილოედემით (მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება სითხის დაგროვების გამო. კანის და კანის დანამატების მხრივ: დოქსიციკლინით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები არახშირია (აგრეთვე იხ. ნაწილი ალერგიული რეაქციები). მზის სხივის მოხვედრა კანზე შეიძლება გამოიწვიოს ფოტოტოქსიკური რეაქცია სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობის გამო, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს მზით დამწვრობას (მაგ. სიწითლე, შეშუპება, ბუშტუკების გაჩენა და ფერის შეცვლა). იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მოხდეს ფრჩხილების დაზიანებაც (ფრჩხილის მოშორება ან ან ფერის შეცვლა). დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის დროს პაციენტს აფრთხილებენ არ მიიღოს მზის და არ მიმართოს სოლარიუმს. სისხლი და სისხლის უჯრედები: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ცვლილებები სისხლის მხრივ, რაც ნორმას უბრუნდება მკურნალობის დამთავრების შემდეგ: თრომბოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია და ანემია), ლეიკოციტების რაოდენობის მომატება ან შემცირება (ლეიკოციტოპენია, ლიმფოციტოპენია და ლეიკოციტოზი), ასევე შესაძლებელია სისხლის სხვა უჯრედების ცვლილებები (ატიპიური ლიმფოციტები და გრანულოციტების ტოქსიკური გრანულაციები) და ლიმფური კვანძების დაავადება (ლიმფადენოპათია) ღვიძლი და პანკრეასი: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია ღვიძლის დაზიანება და პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). ორსულობის დროს ტეტრაციკლინის მიღებისას იზრდება ღვიძლის დაზიანების რისკი. თირკმელი: ტეტრაციკლინმა შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება (ნეფროტოქსიკურობა) ან არსებული თირკმლის დისფუნქციის გაუარესება (რაც ვლინდება სისხლის კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატებით). იშვიათ შემთხვევებში დოქსიციკლინის მიღება ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს თირკმლის დაზიანებას, მაგალითად ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე დაზიანება და შარდვის სრული შეწყვეტა (ანურია). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ალერგიული რეაქციები) არახშირად ვლინდება დოქსი-დენკ 100-ის მიღებისას. ეს მოიცავს კანის რეაქციებს, ქავილით ან მის გარეშე, ადგილობრივი ან გენერალიზებული გამონაყარი (ეგზანთემა), სიწითლე (ერითემა), ჭინჭრის ციება ბუშტუკების გაჩენით (ურტიკარია), მულტიფორმული ექსუდატიური ერითემა, კანის, ლორწოვანის და სახსრების გარდამავალი ლოკალური შეშუპება (ანგიოედემა), ასთმა, გამონაყარი სასქესო ორგანოების და სხეულის სხვა მიდამოებში და შრატისმაგვარი რეაქციები, რაც მიმდინარეობს ცხელებით, თავის ტკივილით და სახსრების ტკივილით. იშვიათ შემთხვევებში დოქსიციკლინის მკურნალობისას გამოვლინდა კანის ძლიერი რეაქციები სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით, მაგალითად ექსფოლიაციური დერმატიტი და ლიელის სინდრომი. თუ პაციენტი მგრძნობიარეა დოქსი-დენკ 100-ის მიმართ, მან არასოდეს არ უნდა მიიღოს ტეტრაციკლინი (სრული ჯვარედინი ალერგიული რეაქცია). იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის უეცარი დაწყება. ეს შეიძლება გამოვლინდეს სახის შეშუპებით, ენის შეშუპებით, ხორხის შიდა ნაწილის შეშუპებით და სასუნთქი გზების შევიწროვებით, ტაქიკარდიით და გაძნელებული სუნთქვით, არტერიული წნევის შემცირებით, ცირკულაციური კოლაფსით და გულის გაჩერებით. ნებისმიერი ასეთი სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებელი სამედიცინო ჩარევა, რადგან ეს შეიძლება წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას (იხ. დოზის დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო ზომები). სხვა რეაქციები: დოქსი-დენკ 100-ის მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს კანის და ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები (კანდიდა), განსაკუთრებით ეს ეხება გენიტალურ სისტემას, პირის ღრუს და ნაწლავების ლორწოვანს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს პირ-ხახის ლორწოვანის ანთებას (გლოსიტი, სტომატიტი). გარეთა სასქესო ორგანოების მწვავე ანთება ქალებში და კაცებში (ვულოვაგინიტი, ასევე ანალური რეგიონის ქავილი).  8 წლამდე ასაკის ბავშვებში მკურნალობამ შეიძლება პერმანენტულად გამოიწვიოს კბილების ფერის შეცვლა და ემალის დაზიანება, ასევე ძვლის ზრდის დროებითი შეფერხება, თუმცა ესენი არახშირი მოვლენებია. ასევე გამოვლინდა კოაგულაციური დეფექტები და სისხლი შარდში (ჰემატურია), თუმცა ეს მოვლენა არახშირია. დოქსიციკლინის მიღებისას ასევე გამოვლინდა პარესთეზია, გულის რითმის აჩქარება (ტაქიკარდია), კუნთების ტკივილი (მიალგია), სახსრების ტკივილი (ართრალგია), მოუსვენრობა და აგზნებადობა. დოქსიციკლინის მიღებისას გულყრების შემთხვევები ძალიან იშვიათია. გამოვლინდა ეპილეფსიური შეტევების 1 შემთხვევა დოქსიციკლინის მიღების შემდეგ. აღნიშნული გვერდითი მოვლენა რამდენჯერმე გამოვლინდა დოქსიციკლინის ინტრავენური მიღებისას. ყნოსვის და გემოვნების დარღვევა ან დაკარგვა გამოვლინდა იშვიათ შემთხვევებში. ისინი შექცევადნი იყვნენ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში და ისიც ნაწილობრივ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter