იცით ეკლიპსი-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეკლიპსი-სანოველის გვერდითი მოვლენებია: უმეტეს შემთხვევაში ლოზარტანი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს, მათ გამო არ არის საჭირო მკურნალობის შეწყვეტა. განვითარებული გვერდითი მოვლენები პლაცებოს მსგავსია. პლაცებოსაგან განსხვავებით პაციენტების არაუმცირეს 1%-ს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდით მოვლენები: დიარეა, დისპეფსია, მიალგია, ზურგის ტკივილი, ქვედა კიდურების ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, სურდო, ხველება, სინუსიტი. პლაცებოსაგან განსხვავებით პაციენტების 1%-ზე მეტს აღენიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:  ასთენია/დაღლილობა, შეშუპება, ტკივილი მუცლის, მკერდის არეში, გულისრევა, თავის ტკივილი, ფარინგიტი. გარდა ამისა პაციენტების 1%-ზე ნაკლებს განუვითარდა ქვემოდჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები თუმცა მათი კავშირი ლოზარტან კალიუმის მიღებასთან დადგენილი არ არის.  ზოგადად: სახის შეშუპება, ორთოსტატული რეაქციები, გონების დაკარგვა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: Angina pectoris, II ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა, არტერიული ჰიპოტონია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმიები წინაგულების ციმციმის ჩათვლით, პალპიტაცია, სინუსური ბრადიკარდია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ვერტიკულარული ფიბრილაცია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ანორექსია, ყაბზობა, კბილის ტკივილი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გასტრიტი, ღებინება. ჰემატოლოგიური: ანემია. ნივთიერებათა ცვლა: მწვავე მუცელი. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: წინამხრის, თეძოს ტკივილი, სახსრების შეშუპება, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, მუხლების, მხრების ტკივილი, ართრალგია, ართრიტი, ფიბრომიალგია, კუნთების ატროფია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქიტი, ეპისტაქსისი, რინიტი, ჰიპერემია. კანი: ალოპეცია, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ერითემა, სახის სიწითლე, ფოტოსენსიბილიზაცია, გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა, ურტიკარია. გრძნობათა ორგანოები: თვალების წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, კონიუქტივიტი, გემოვნების შეცვლა, ხმაური ყურებში, მხედველობის დარღვევა. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იმპოტენცია, ენურეზი, შარდის შეუკავებლობა, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები. პოსტმარკეტინგული მონაცემები: მომატებული მგრძნობელობა: ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის სახის, ტუჩების, ხორხის ან ენის ძალიან იშვიათად აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტან კალიუმით; აღნიშნულ პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპების განვითარებას ადგილი ჰქონდა აგრეთვე სხვა პრეპარატების, მათ შორის აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროს.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ჰეპატიტი (ძალიან იშვიათად). სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა. აღინიშნებოდა ჰიპერკალიემია და ჰიპონატრიემია. ლაბორატორიული კვლევების მონაცემები: საკონტროლო კლინიკური კვლევების დროს ძალზედ იშვიათად აღინიშნებოდა კლინიკური ხასიათის ცვლილებები. კრეატინინი და შარდოვანას აზოტი სისხლში: აღენიშნებოდა ამ მაჩვენებლების უმნიშვნელო ზრდა არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტთა 0,1%-ზე ნაკლებს.  ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი: მხოლოდ ლოზარტანის მიღებისას აღინიშნებოდა ამ მაჩვენებლების კლინიკური თვალსაზრისით უმნიშვნელო შემცირება.  ღვიძლის ფუნქციის ანალიზი: იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ღვიძლის ფერმენტებისა და/ან პლაზმური ბილირუბინის კონცენტრაციის მომატებას.  გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter