იცით ემტექსატ პფ-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ემტექსატ პფ-ის გვერდითი მოვლენებია: მწვავე გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია დოზაზე და მიღების სიხშირეზე. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: წყლულოვანი სტომატიტი, ლეიკოპენია, გულისრევა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები. სხვა ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, აუხსნელი დაღლილობა, კანკალი და ცხელება, თავბრუსხვევა და შემცირებული რეზისტენტობა დაავადებების მიმართ. ონკლოგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე კომბინირებული მკურნალობა და არსებული დაავადება ართულებს იმის გაგებას, არის თუ არა კონკრეტული გვერდითი ეფექტები დაკავშირებული აღნიშნულ პრეპარატთან. მეთოტრექსატით გამოწვეული არასასურველი გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია ორგანოთა სისტემების მიხედვით.  კუჭ-ნაწლავის მხრივ: გინგივიტი, ფარინგიტი, სომატიტი, ანორექსია, გულისრევა, ღებინეა, ფაღარათი, ჰემატემეზისი, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლულები, სისხლდენა და ენტერიტი. ღებინების, ფაღარათის და სტომატიტის განვითარების შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, მეთოტრექსატით მკურნალობა უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით პეპტიური წყლულის ან წყლულოვანი კოლიტის განვითარების შემთხვევაში. ჰემატოლოგიის მხრივ: მეთოტრექსატმა შესაძლებელია დათრგუნოს ჰემოპოეზი და გამოიწვიოს ანემია, ლეიკოპენია და/ან თრომბოციტოპენია. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ჰემოპოეზური სისტემის დარღვევა, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენეა განსაკუთრეული სიფრთხილით ან საერთოდ არ ინიშნება. ფსორიაზის დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად შემცირდება სისხლის მაჩვენებლები. სიმსივნის მკურნალობისას მეთოტრექსატის მიღება უნდა გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს სერიოზული მიელოსუპრესიის განვითარების რისკს. მიელოსუპრესია ასევე შესაძლებელი განვითარდეს მეთოტრექსატის ინტრათეკალური შეყვანის შემდეგაც. სერიოზული გრანულოციტოპენიისა და ცხელების მქონე პაციენტებს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა. ჩვეულებრივ ამ დროს საჭიროა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების პარენტერული შეყვანა. ღვიძლის მხრივ: მეთოტრექსატმა შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე (ტრანსამინაზების მომატება) ან ქრონიკული (ფიბროზი და ციროზი) ჰეპატოტოქსიკურობა. ქრონიკული ჰეპატოტოქსიკურობა ჩვეულებრივ ლეტალურია. იგი ჩვეულებრივ ვითარდება პრეპარატის ქრონიკული გამოყენების (ძირითადად 2 წელი ან უფრო მეტი ხანი) შემდეგ ან, თუ მთლიანი მიღებული დოზა შეადგენს 1.5 გ-ს. ფსორიაზიან პაციენტებში ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ჰეპატოტოქსიკურობას განსაზღვრავდა მთლიანი კუმულაციური დოზა. ეფექტი ძლიერდება ალკოჰოლიზმით, სიმსუქნით, დიაბეტით და ხანდაზმული ასაკით. პირდაპირი ურთიერთკავშირი არ არის დადგენილი. ინფორმაცია დაავადების პროგრესირებისა ან შექცევადობის შესახებ არ მოიპოვება. განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო თუ ანამნეზში აღინიშნება ღვიძლის დაავადება ან ღვიძლის ფუნქციის შემცირება. ღვიძლის ფუნქციური ტესტები, მათ შორის შრატის ალბუმინის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს რეგულარულად მკურნალობის დაწყებამდე. ხანდახან ტესტის შედეგები ნორმალურია ფიბროზის და ციროზის შემთხვევაში. მსგავსი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ბიოფსიის საშუალებით. ფსორიაზის და რევმატოიდული ართრიტის შემთხვევებში 1,5 გ მთლიანი კუმულაციური დოზის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია განხორციელდეს ღვიძლის ბიოფსია. საშუალო ხარისხის ფიბროზის ან ნებისმიერი ხარისხის ციროზის დროს ჩვეულებრივ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ზომიერი ცვლილებების დროს არ არის აუცილეელი მეთოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტა, პრეპარატის მიღებისას საჭიროა სფრთხილის გამოჩენა.  იმუნოლოგია: მეთოტრექსატი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით აქტიური ინფექციის შემთხვევებში და განსაკუთრებით უკუნაჩვენებია იმუნოდეფიციტის სინდრომის მქონე ადამიანებში. მეთოტრექსატით მკურნალობის დროს იმუნიზაცია შეიძლება არ იყოს ეფექტური. ვაქცინაციის ჩატარება ცოცხალი ვაქცინის საშუალებით არ არის რეკომენდირებული. ვაქცინაციით გამოწვეული დისემინირებული ინფექციის შემთხვევები გამოვლინდა ყვავილის ვაქცინის შეყვანის შემდეგ იმ პაციენტეში, რომლებივ მკურნალობდნენ მეთოტრექსატით. იშვიათად გამოვლინდა ჰიპოგამაგლობულინემია. ნევროლოგიის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა, აფაზია, ჰემიპარეზი, პარეზი და გულყრა გამოვლინდა მეთოტრექსატის შეყვანის შემდეგ.  მეთოტრექსატის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ გამოვლინდა ლეიკოენცეფალოპათიის შემთხვევები იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ კრანიოსპინალური დასხივება. ქრონიკული ლეიკოენცეფალოპათია გამოვლინდა ასევე ოსტეოსარკომიან პაციენტებში, რომლებშიც შეჰყავდათ მეთოტრექსატის მაღალი დოზა და კალციუმის ფოლინატი, მიუხედავად იმისა უტარდებოდათ თუ არა მათ კრანიალური დასხივება. მეთოტრექსატით მკურნალობის შეწყვეტა ყოველთვის არ იწვევს მდგომარეობის სრულად გამოსწორებას. გარდამავალი მწვავე ნევროლოგიური სინდრომი გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც შეიყვანეს მეთოტრექსატის მაღალი დოზები. კლინიკურად ეს შეიძლება გამოვლინდეს უცნაური ქცევით, ადგილობრივი სენსორო-მოტორული ფენომენით და არანორმალური რეფლექსებით. ამ სიმპტომების ზუსტი მიზეზი უცნობია. მეთოტრექსატის ინტრათეკალურად შეყვანის შემდეგ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გამოვლენილია ტოქსიკური ეფექტები. ეფექტები შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად: – ქიმიური არაქნოიდიტი ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის თავის და ზურგის ტკივილი, კისრის რიგიდობა და ცხელება. – პარეზი, ჩვეულებრივ გარდამავალი, პარაპლეგია, რომელიც მოიცავს ერთ ან მეტ სპინალური ნერვების ფესვებს. – ლეიკოენცეფალოპათია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა დაბნეულობა, აჟიტირება, ძილიანობა, ატაქსია, დემენცია და ზოგჯერ სერიოზული გულყრები. ფილტვის მხრივ გამოვლინდა ინტერსტიციული პნევმონიტის მიერ გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები და ასევე ქრონიკული ინტერსტიციული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების შემთხვევები. მეთოტრექსატით მკურნალობის დროს გამოვლენილი პულმონარული სიმპტომები (განსაკუთრებით მშრალი არაპროდუქციული ხველა) ან არასპეციფიურმა პნევმონიტი შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურად საშიშ დაზიანებაზე, რაც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას და საფუძვლიან გამოკვლევას. მართალია მეთოტრექსატით გამოწვეული დაავადების სიმპტომები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ ჩვეულებრივ ვლინდება ცხელება, ხველა, დისპნოე, ჰიპოქსემია და ცვლილებები გულ-მკერდის რენტგენის მხრივ. ამ დროს უნდა გამოირიცხოს ინფექცია. ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დოზაზე. მეთოტრექსატით გამოწვეული ფილტვის პათოლოგია იშვიათად ვლინდენა მეთოტრექსატის ინტრათეკალურად შეყვანის შემდეგ. მეთოტრექსატით გამოწვეული ფილტვის დაავადების გამოვლენისას მეთოტრექსატის ხელახალი გამოყენება უკუნაჩვენებია. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შეიძლება განვითარდეს სერიოზული ნეფროპათია ან თირკმლის უკმარისობა, აზოტემია, ცისტიტი, ჰემატურია, დეფექტური ოოგენეზი ან სპერმატოგენეზი, გარდამავალი ოლიგოსპერმია, მენსტრუალური დარღვევები, ვაგინალური გამონადენი, უშვილობა, აბორტი, ნაყოფის დაზიანება, სპერმატოგენეზის სუპრესია, ლიბიდოს დაქვეითება და იმპოტენცია. მეთოტრექსატის მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ტოქსიკურობა და თირკმლის მწვავე უკმარისობა. ნეფროტოქსიკურობა ჩვეულებრივ გამოწვეულია მეთოტრექსატის და 7-ჰიდროქსიმეთოტრექსატის დაგროვებით თირკმლის ტუბულებში. კანის მხრივ: ერითემა, ქავილი, ურტიკარია, ფოტოსენსიტიურობა, დეპიგმენტაცია, ალოპეცია, სისხლჩაქცევა, ტელეანგიოექტაზია, აკნე, ფურუნკულოზი. ფსორიაზი შეიძლება გაუარესდეს ულტრაიისფერი დასხივებით. მეთოტრექსატის მიღებამ შეიძლება გააუარესოს რადიაციული დერმატიტი და მზით გამოწვეული დამწვრობა. სხვა იშვიათი გვერდითი ეფექტები, რაც გამოწვეულია ან სავარაუდოდ დაკავშირებულია მეთოტრექსატის მიღებასთან არის: ართრალგია/მიალგია, დიაბეტი, ოსტეოპოროზი, ლიმფომა, ოპორტუნისტული ინფექციები, ვასკულიტი და უეცარი სიკვდილი. ასევე გამოვლინდა ანაფილაქსიური რეაქციის იშვიათი შემთხვევები. ასევე პანციტოპენია და რევმატოიდული კვანძების რაოდენობის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter