იცით ენალაპრილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენალაპრილის გვერდითი მოვლენებია: ენალაპრილის საერთოდ კარგი ამტანობით ხასიათდება და უმრავლეს შემთხვევაში არ იწვევს გვერდით მოქმედებებს, რომელთა დროსაც საჭიროა პრეპარატის მოხსნა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: აწ-ის ზედმეტად დაქვეითება, ორთოსტატული კოლაფსი, იშვიათად – ტკივილი გულმკერდის არეში, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი (ჩვეულებრივ დაკავშირებულია აწ-ს გამოხატულ დაქვეითებასთან), ძალიან იშვიათად-არითმიები (წინაგულოვანი ბრადი ან ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი), გულისცემა, ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოემბოლია. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, უძილობა, შფოთვა, ცნობიერების დაბინდვა, მომატებული დაღლილობა, ძილიანობა (2-3%-ში), ძალიან იშვიათად მაღალი დოზების მიღებისას – ნევროზულობა, დეპრესია, პარესთეზიები. გრძნობათა ორგანოების მხრივ: ვესტიბულური აპარატის დარღვევა, სმენისა და მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, ანორექსია, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა ან ყაბზობა, ღებინება, ტკივილი მუცელში), ნაწლავთა გაუვალობა, პანკრეატიტი, ღვიძლისა და ნაღვლისგამომყოფი ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტის, სიყვითლე. სასუნთქი სისტემის მხრივ: არაპროდუქტიული მშრალი ხველა, ინტერსტიციული პნევმონიტი, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, რინორეა, ფარინგიტი. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ძალიან იშვიათად – დისფონია, პოლიმორფული ერითმა, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, პემფიგუსი, ფოტოსენსიბილიზაცია, სეროზიტი, ვასკულიტი, მიოზიტი, ართრალგია, ართრიტი, სტომატიტი, გლოსიტი. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას დონის მომატება, “ღვიძლის” ფერმენტების მომატებული აქტივობა, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ჰემატოკრიტის დაქვეითება, ედს-ის მომატება, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი (აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში), ეოზინოფილია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების დარღვევა, პროტეინურია. სხვა: ალოპეცია, ლიბიდოს დაქვეითება, “მოვარდნები”.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter