იცით ერივეჯს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ერივეჯის გვერდითი მოვლენებია: კლინიკური კვლევების მონაცემები ერივეჯის უსაფრთხოება შესწავლილი იქნა კლინიკურ კვლევებში 450-ზე მეტი პაციენტის და ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით. ქვემოთ მოყვანილი მონაცემები მიღებულია კვლევის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა 138 პაციენტი გავრცელებული ბაზალურუჯრედოვანი კარცინომით. ეს პაციენტები მონოთერაპიის სახით იღებდნენ ერივეჯის ≥ 150 მგ ერთ დოზას მაინც. ჩატარდა ოთხი ღია, I და II ფაზის  კვლევა. კლინიკურ კვლევებში 150 მგ-ზე მაღალი დოზები არ იწვევდა პლაზმაში წამლის უფრო მაღალ კონცენტრაციას; ანალიზში ჩართული იყო იმ პაციენტთა მონაცემებიც, რომლებიც იღებდნენ 150 მგ-ზე მაღალ დოზას. ცხრილში მოცემულია კლინკურ კვლევებში დაფიქსირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: (≥ 10%).   ცხრილი 1. გავრცელებული ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის მქონე         პაციენტებში დაფიქსირებული ხშირი (≥ 10%) გვერდითი მოვლენები: . ჩასასმელია ცხრილი. სხვა გვერდითი მოვლენები: , რომლებიც დაფიქსირდა  შემთხვევათა >10%-ში. რეპროდუქციული სისტემის დარღვევები: ბაზალუჯრედოვანი კარცინომის მქონე 138 პაციენტიდან  ათი იყო რეპროდუქციული ასაკის ქალი. ამ პაციენტებიდან სამს (30%) მკურნალობისას განუვითარდა ამენორეა. გვერდითი მოვლენები: , რომლებიც დაფიქსირდა  შემთხვევათა  < 10%-ში: გასტროინტესტინალური დარღვევები: ტკივილი მუცლის არეში. დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: დეჰიდრატაცია. დარღვევები ჩონჩხისა და კუნთების მხრივ: კუნთების და ძვლების ტკივილი. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ჰიპოგევზია (გემოს შეგრძნების დაქვეითება). ზოგადად,  ერთნაირი უსაფრთხოების პროფილი დაფიქსირდა მეტასტაზური ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის და ადგილობრივად განვითარებული ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის მქონე პაციენტებში (იხ. ცხრილი ზევით)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter