იცით ექსფორჯს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექსფორჯის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია ორგანოების, სისტემებისა და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით, ამასთან, ყველაზე გავრცელებულები მითითებულია პირველად. გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის შეფასებისას გამოიყენებული იყო შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (> 1/100 ≤ 1/10), არც ისე ხშირი (>1/1000 ≤1/100); იშვიათი (>1/10000 ≤1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000), ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით. თითოეული სიხშირისათვის ჯგუფში გვერდითი რეაქციები განლაგებულია სერიოზულობის კლების მიხედვით. დამატებითი ინფორმაცია კომპონენტების თაობაზე. ექსფორჯმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, რომელნიც ადრე აღნიშნული იყო ერთ-ერთი კომპონენტისთვის, მაშინაც კი, თუ ასეთი რეაქციები არ აღინიშნებოდა კლინიკური გამოკვლევების დროს. ამლოდიპინი. დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომელნიც აღნიშნული იყო კლინიკურ გამოკვლევებში ამლოდიპინით მონოთერაპიის დროს, შესწავლილ პრეპარატთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირისაგან დამოუკიდებლად, მოყვანილია ცხრილში ქვემოთ. ვინაიდან, ამლოდიპინის კლინიკური გამოცდები ტარდებოდა ვარიაციების ფართო დიაპაზონის პირობებში, მონაცემები გვერდითი რეაქციების შესახებ, რომელნიც აღინიშნებოდნენ პრეპარატის კლინიკურ გამოცდებში, არ შეიძლება უშუალოდ შეჯერებულ იქნენ სხვა პრეპარატის კლინიკური გამოცდების მონაცემებთან და შეიძლება არ შეესაბამებოდნენ პრაქტიკაში აღნიშნულ მონაცემებს. მონაცემები გვერდითი რეაქციების შესახებ ამლოდიპინით მონოთერაპიის დროს ვალსარტანი. დამატებითი გვერდითი მოვლენები: , რომელიც აღინიშნებოდა კლინიკურ გამოკვლევებში ვალსარტანით მონოთერაპიისას, შესასწავლ პრეპარატთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირისაგან დამოუკიდებლად, მოყვანილია ცხრილში ქვემოთ. პოსტმარკეტინგულ გამოკვლევებში და ლაბორატორიული მაჩვენებლების მიხედვით რეგისტრირებული ყველა გვერდითი რეაქციისთვის არ არის შესაძლებელი გვერდითი რეაქციების რაიმე სიხშირის მითითება და შესაბამისად, ასეთი რეაქციები მოიხსენიება სიხშირით ”უცნობია”. გვერდითი რეაქციები პრეპარატზე ვალსარტანით მონოთერაპიის დროს  კლინიკური გამოცდების დროს შემდეგი გვერდითი რეაქციები, აგრეთვე, აღენიშნებოდათ პაციენტებს ჰიპერტონიული დაავადებით, გამოსაკვლევ პრეპარატთან მათი მიზეზობრივი კავშირისგან დამოუკიდებლად: უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება, ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ვირუსული ინფექციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter