იცით ვაგი-ჰექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვაგი-ჰექსის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათად – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი. უკუჩვენებები: *მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; *ორსულობის პირველი ტრიმესტრი. ორსულობა და ლაქტაცია: არ არის მონაცემები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ნაყოფზე ორსულობის დროს, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ აუცილებელი ჩვენების არსებობისას. ლაქტაციის პერიოდში იგი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი დადებითი შედეგი აღემატება პოტენციური რისკი ბავშვისათვის. განსაკუთრებული მითითებები: ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ლოკალური რეაქციებს კანის მხრივ, განსაკუთრებით სენსიბილიზირებულ პირებში, მიდრეკილებით ალერგიული რეაქციებისადმი. მათი მანიფესტაციის შემთხვევაში საჭიროა შევწყვიტოთ პრეპარატით მკურნალობა. მკურნალობისას ყურადღება ექცევა ექსტრავაგინალურ არეს და პარტნიორს. სწრაფი სამკურნალო ეფექტის მისაღებად საჭიროა კოიტუსისაგან თავის შეკავება. აღსანიშნავია, რომ ვაგინალურმა სუპოზიტორიებმა შესაძლოა შეამცირონ ლატექსის განსაზღვრული ნაწარმის დამცავი ეფექტი (ე.წ. ვაგინალური დიაფრაგმების ან კონდომების). მკურნალობის პროცესში აუცილებელია სპეციფიკური ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება წარმატებული მკურნალობის მიზნით (პირადი ჰიგიენა, საცვლების ყოველდღიური ცვლა და ა.შ.). მკურნალობა არ წყდება მენსტრუაციის დროს და პრეპარატით მკურნალობენ 6 დღის მანძილზე. თუ მკურნალობა წყდება, შესაძლებელია რეციდივის განვითარება. რეკომენდებულია, რომ პარტნიორმაც იმკურნალოს შესაბამისი საშუალებებით. პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს საცვლების დასვრა, რის გამოც საჭიროა ჰიგიენური საფენების (არა ტამპონების) გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter