იცით ვალუსალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვალუსალის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა წამალი, ვალუსალმა® შეიძლება ზოგ პაციენტში გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: . ლოკალური გვერდითი მოქმედებები შეიძლება გაჩნდეს კანის ადგილობრივი რეაქციები, რომლებიც შესაძლოა უფრო ფართოდ გავრცელდეს, ვიდრე დაზიანებული ზედაპირი, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გადავიდეს მძიმე ფორმაში და გავრცელდეს მთელს ორგანიზმში, დროდადრო შეიძლება გაჩნდეს კანის შეწითლება, აქერცვლა, გამონაყარი; იშვიათად შეიძლება გაჩნდეს ბებერა და ჭინჭრის გამონაყარი; ძალიან იშვიათად შეიძლება გაჩნდეს კანის ადგილობრივი შეშუპება. ერთეულ შემთხვევებში შეინიშნებოდა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ბრონქოსპაზმი, ქოშინის შეტევები).  იშვიათად გელს შეუძლია გაზარდოს მგრძნობელობა ულტრაიისფერი სხივების (ბუნებრივი და ხელოვნური მზის სხივი) მიმართ – ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაზიანებული ზედაპირი ავარიდოთ პირდაპირ მზის სხივებთან შეხებას წამლის გამოყენების ორი კვირის შემდეგაც (მათ შორის სოლარიუმი).  ზოგადი ხასიათის გვერდითი მოქმედებები გელის ხანგრძლივი და/ან დიდი ოდენობით გამოყენებისას, ასევე არასწორი გამოყენებისას ან შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს ზოგადი ხასიათის გვერდითი მოვლენები: – დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ (ტკივილი მუცლის ზედა არეში, მუცლის შებერილობა, მადის დაქვეითება), ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა) და/ან თირკმლების ფუნქციის ცვლილება, ასთმა. თუ გელმა გამოიწვია მოწამვლა, საჭიროა სიმპტომური მკურნალობა, სპეციფიური ანტიდოტი არ მოიპოვება.  რადგან ვალუსალი® შეიცავს სპირტს, მისმა ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმშრალე და კანის გაღიზიანება. გვერდითი მოქმედებების გამოვლენისას, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.  გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენისას, ასევე გამოყენების ინსტრუქციაში აღუნიშნავი გვერდითი მოვლენები: ს გაჩენისას კონსულტირება გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter