იცით ვაცენაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვაცენაკის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები: ყველა პრეპარატის მსგავსად, ვაცენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყოველთვის. გვერდითი ეფექტები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. არასასურველი ეფექტები კლასიფიცირებულია განვითარების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი – 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში ხშირი – 100-დან მინიმუმ 1 პაციენტში ნაკლებად ხშირი – 1000-დან მინიმუმ 1 პაციენტში იშვიათი – 10000-დან მინიმუმ 1 პაციენტში ძალიან იშვიათი ყოველი 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათი: ანემია ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების ნაკლებობა). დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი: ალერგია, მწვავე რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ანაფილაქსური შოკი. დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის დონის მომატება). ფსიქიური დარღვევები: ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: დეპრესია, ანომალური სიზმრები, უძილობა. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: პარესთეზია (ჩხვლეტის, წვის შეგრძნება), ძილიანობა, თავის ტკივილი, დისგეზია (გემოს შეგრძნების ცვლილება), ტრემორი. დარღვევები მხედველობის მხრივ: იშვიათი: მხედველობის დარღვევა. დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ: ძალიან იშვიათი: ვერტიგო.  დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი: გულისცემის შეგრძნება, სიწითლე, სახეში სისხლის მოწოლა, პერიფერული შეშუპება (კოჭების, ფეხებისა და ტერფების შეშუპება). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას შეშუპება აღინიშნება გულის უკმარისობის და/ან არტერიული ჰიპერტ

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter