იცით ვენლაქსორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვენლაქსორის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტების გაჩენა დაკავშირებულია დოზირებასთან. გვერდითი ეფექტები, თუ ისინი ვლინდება, ყველაზე ხშირად შეინიშნება თერაპიის დასაწყისში და, ჩვეულებრივ, ქრება მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში.  გავრცელების სიხშირის მითითებით გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად ((≥ 1/100 < 1/10-მდე), უფრო იშვიათად (≥ 1/1,000 < 1/100-მდე), იშვიათად (≥ 1/10,000 < 1/1,000-მდე), ძალიან იშვიათად (< 1/10,000).  გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ხშირად – არტერიული წნევის მომატება, გულისცემა, უფრო იშვიათად – ჰიპოტენზია/პოსტურალური ჰიპოტენზია, გულის რითმის დარღვევა, ძალიან იშვიათად – Qთ ინტერვალის მატება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია. ნერვული სისტემის მხრიდან: ძალიან ხშირად – თავბრუსხვევა, სიმშრალე პირში, უძილობა, ნერვოზულობა, ძილიანობა, ხშირად – კოშმარული სიზმრები, აღგზნება, შიში, ცნობიერების არევა, კუნთების ტონუსის მომატება, პარესთეზია, კანკალი, უფრო იშვიათად – აპათია, ჰალუცინაციები, მიოკლონუსი (კუნთის უეცარი სპაზმი), იშვიათად – თანასწორობისა და მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, მეტყველების დარღვევა, მანია ან ჰიპომანია; ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი, კრუნჩხვები, სეროტონინის სინდრომი, ძალიან იშვიათად – დელირიუმი, ექსტრაპირამიდული დარღვევები.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: ძალიან ხშირად – ყაბზობა, გულისრევა, ხშირად – მადის დაკარგვა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, გემოს აღქმის დარღვევა, უფრო იშვიათად – ბრუქსიზმი (კბილების უნებლიე ღრჭენა), იშვიათად – კუჭ-ნაწლავის სისხლდენები, ძალიან იშვიათად – პანკრეატიტი.  სასუნთქი სისტემის მხრიდან: ხშირად –ქოშინი. შარდ-სასქესო სისტემის მხრიდან: ძალიან ხშირად – ერექციის დარღვევა, ეაკულაციის/ორგაზმის დარღვევა, ხშირად – გახშირებული შარდვა, ლიბიდოს დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უფრო იშვიათად – შარდვის შეკავება, მენორაგია, იშვიათად – გალაქტორეა.  სისხლმბადი ორგანოების მხრიდან: იშვიათად – სისხლჩაქცევები, სისხლდენები ლორწოვანი გარსებიდან, იშვიათად – სისხლდენის დროის ზრდა, ჰემორაგიები, თრომბოციტების რიცხვის შემცირება, ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ნეიტროპენია, პანციტოპენია.  ნივთიერებათა ცვლის მხრიდან: ხშირად – შრატში ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატება (ხანგრძლივი დანიშვნისას და მაღალი დოზების გამოყენებისას), სხეულის მასის მომატება ან შემცირება, უფრო იშვიათად – ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის მომატება, ჰიპონატრიემია (ნატრიუმის დონის შეცვლა სისხლში), ანტიდიურეტიკული ჰორმონის (ადჰ) არასაკმარისი სეკრეცია, იშვიათად – ჰეპატიტი, ძალიან იშვიათად – პროლაქტინის დონის მომატება.  გრძნობის ორგანოების მხრიდან: ხშირად – მხედველობის დარღვევა, მიდრიაზი, ყურში ხმაური. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ძალიან ხშირად – ოფლიანობა, ხშირად – კანის გამონაყარი, ქავილი, უფრო იშვიათად – ანგიონევროტიკული შეშუპება, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ძალიან იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ერყტჰემა მულტიფორმე. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრიდან: ხშირად – ართრალგია, მიალგია, უფრო იშვიათად – მოძრაობის დარღვევები.  სხვა: ძალიან ხშირად – სისუსტე, თავის ტკივილი, ხშირად – ჟრჟოლა, სხეულის ტემპერატურის მომატება, იშვიათად – ანაფილაქსია (მომატებული მგრძნობელობის მძიმე გამოვლინება). თუ გაგიჩნდათ მსგავსი ან სხვა ზემოთ აღუნიშნავი სიმპტომები, კონსულტირება გაიარეთ ექიმთან პრეპარატის შემდგომ გამოყენებაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter