იცით ვიზანას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიზანას გვერდითი მოვლენებია:  გვერდით მოვლენებს უფრო ხშირად ადგილი აქვს ვიზანის მიღების პირველ თვეებში და მათი სიხშირე მცირდება პრეპარატით მკურნალობის პროცესში. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განიხილებოდეს პრეპარატის მიღებისთან კავშირში, არის: თავის ტკივილი (9,0%), დისკომფორტი სარძევე ჯირკვლებში (5,4%), განწყობის  დაქვეითება (5,1%) და აკნე (5,1%). ქვევით მოყვანილია არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციები, რომლებიც განაწილებულია ორგანოების სისტემის კლასების მიხედვით MedDRA-ის შესაბამისად. გვერდითი მოვლენები ყოველ ჯგუფში წარმოდგენილია სიხშირის კლების მიხედვით. სიხშირის მაჩვენებლები დაფუძნებულია ოთხი კლინიკური გამოკვლევის შეჯამების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდა 332 პაციენტის მონაწილეობით (100%). ხშირად (≥1/100 და <1/10): სხეულის მასის მატება, განწყობის დაქვეითება, განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევა, ნევროზულობა, ლიბიდოს დაკარგვა, თავის ტკივილი, შაკიკი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მუცელში, ფლატულენცია, მუცლის შებერვა, ღებინება, აკნე, ალოპეცია, ტკივილები ზურგში, დისკომფორტი სარძევე ჯირკვლებში, საკვერცხის კისტა, ალები, საშოს/ვაგინალური სისხლდენები, მათ შორის საშოდან გამონადენი, ასთენიური მდგომარეობები, გაღიზიანებადობა. არახშირად (≥1/1000 და <1/100): ანემია, სხეულის მასის კლება,გაზრდილი მადა,  შფოთი, დეპრესიული მდგომარეობა, განწყობის ცვალებადობა,პერიფერიული ნერვულის სისტემის დისბალანსი, ყურადღების მოშლა, თვალების სიმშრალე, ხმაური ყურებში, სიხლის მიმოქცევის არასპეციფიური დარღვევა, გულის ცემის გაძლიერება, არტერიული ჰიპოტეზია, ქოშინი, გინგივიტი, დისკომფორტი მუცლის არეში, დიარეა, ყაბზობა, კუჭნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, კანის საფარის სიმშრალე, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ჰირსუტიზმი, ონიქოკლაზია, ქერტლი, დერმატიტი, თმის ზრდის დარღვევა, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, პიგმენტაციის დარღვევა, ტკივილები ძვლებში, კრუნჩხვები, ტკივილები კიდურებში, კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, შარსადენი გზების ინფექციები, ვაგინალური კანდიდოზი, სიმშრალე ვულვავაგინალურ არეში, გამონადენი სასქეს გზებიდან, ტკივილები მენჯის მიდამოში, ატროფიული ვულვოვაგინიტი, სარძევე ჯირკვლები შემკვრივებები, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, სარძევე ჯირკვლების დიფუზური გამკვრივება, შეშუპებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter