იცით ვინერს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვინერის გვერდითი მოვლენებია:   ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული გაღიზიანებადობა, აგზნებადობა, ჰიპერკინეზია, ატაქსია, ძილის დარღვევა, შფოთვა, ტრემორი, წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, დეპრესია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსიური მოვლენები; ალერგიული რეაქციები: მომატებული მგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება; სხვა: სხეულის მასის მომატება, სისუსტე. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter