იცით ვიტამინი C-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიტამინი C-ის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის მხრივ: მაღალი დოზების (1000 მგ მეტი) ხანგრძლივი მიღებისას – თავის ტკივილი, ცნს-ის მომატებული აგზნებადობა, უძილობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას – გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაწყლულება. ენდოკრინული სისტემის მხრივ: პანკრეასის ინსულარული აპარატის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპერგლიკემია, გლიკოზურია). საშარდე სისტემის მხრივ: ზომიერი პოლაკიურია (600 მგ/დღეში მეტი დოზის მიღებისას), მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას – ჰიპეროქსალურია, ნეფროლითიაზი (კალციუმის ოქსალატის გამო), თირკმლის გლომერულური აპარატის დაზიანება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას – კაპილარების განვლადობის დაქვეითება (შესაძლებელია ქსოვილების ტროფიკის გაუარესება, არტერიული წნევის მატება, ჰიპერკოაგულაცია, მიკროანგიოპათიის განვითარება). ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, კანის ჰიპერემია. ლაბორატორიული მაჩვენებლები: თრომბოციტოზი, ჰიპერპროთრომბინემია, ერითროპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ჰიპოკალიემია. სხვა: ჰიპერვიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ცხელების შეგრძნება, მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას – ნატრიუმის და სითხის შეკავება, თუთიის, სპილენძის ცვლის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter