იცით ვურდონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვურდონის გვერდითი მოვლენებია:  გასტროინტესტინური სისტემა: ტკივილი ეპიგასტრიუმში, სხვა გასტროინტესტინური დარღვევები (გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და ა.შ.), იშვიათად აღინიშნება: გასტროინტესტინური ჰემორაგია, კუჭის წყლული და მისი პერფორაცია, ჰემორაგიული კოლიტი. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ვიზუალური დარღვევები (მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია), გაღიზიანება. კანის მხრივ: კანზე გამონაყარი, იშვიათად ურტიკარია, ეგზემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, ალოპეცია, ფოტოსენსიტიური რეაქციები. თირკმელების მხრივ: თირკმელების უკმარისობა, ჰემატურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი. ღვიძლის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მიზეზია ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე. სისხლის მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, აპლასტური ანემია. სხვა სისტემების მხრივ: შეშუპება (ბრონქოსპაზმი, სისტემური ანაფილაქსიური: ანაფილაქტოიდური რეაქციები, ჰიპოტენზია), უფრო იშვიათად აღინიშნება ჰემორაგიული დიათეზი, ტაქიკარდია, ჰიპერჰიდროზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter