იცით ზანიდიპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზანიდიპის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად შესაძლებელია დაფიქსირდეს გვერდითი ეფექტები. კერძოდ: სახის უეცარი წამოწითლება, წვივის ფეხების შეშუპება, პალპიტაცია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე. შესაძლებელია განვითარდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: კუჭისწვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, შარდის მოცულობის გაზრდა და შარდვის სიხშირის გაზრდა, გამონაყარი, დაღლილობა, უძილობა, კუნთების ტკივილი. ასევე იშვიათად შესაძლებელია აღნიშნიშნოს სისხლის წნევის დაქვეითება (იგრძნობთ თავბრუსხვევას). შესაძლებელია დაფიქსირდეს ღვიძლის ენზიმების იზოლირებული და რევერსიული ზრდა. დიჰიდროპირინის ჯგუფის სხვა მედიკამენტების გამოყენებისას იშვიათად ფიქსირდება ღრძილის გასქელება. იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სტენოკარდია შესაძლებელია დაფიქსირდეს სტენოკარდიის ხარისხის და სიმწვავის მომატება. თუ აღგენიშნებათ ზემოთ მოცემული პრობლემები დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები: მიაწოდეთ ექიმს ინფორმაცია ყველა იმ მედიკამენტების შესახებ რომელთაც ღებულობდით მკურნალობის დროს, თუნდაც იშვიათად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter