იცით ზანტაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზანტაკის გვერდითი მოვლენებია:  არასასურველი ეფექტების კლასიფიკაციისთვის გამოიყენება ქვემოთ მოცემული კლასიფიკაცია: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი ((≥1/100, <1/10), ნაკლებად გავრცელებული ((≥1/1000, <1/100), იშვიათი ((≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი(<1/10000). გვერდითი მოვლენები: ს სიხშირეების შეფასება მოხდა პოსტ-მარკეტინგული მონაცემების სპონტანური ანგარიშებიდან. სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები  ძალიან იშვიათი: ცვლილებები სისხლის ანალიზში (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია). ეს მოვლენები როგორც წესი შექცევადია. აგრანულოციტოზი ან პანციტოპენია, ხანდახან ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიით ან ძვლის ტვინის აპლაზიით.  იმუნური სისტემის დარღვევები  იშვიათი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ცხელება, ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია და გულმკერდის ტკივილი)  ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი  ეს მოვლენები აღწერილი იქნა ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ.  ფსიქიატრიული დარღვევები  ძალიან იშვიათი: შექცევადი მენტალური კონფუზია, დეპრესია და ჰალუცინაციები.  ეს მოვლენები პრედომინანტურად იქნა აღწერილი მწვავე ავადმყოფებში და ხანდაზმულებში.  ნერვული სისტემის დარღვევები  ძალიან იშვიათი: თავის ტკივილი (ხანდახან მწვავე), თავბრუსხვევა და მოძრაობის უნებლიე შექცევადი დარღვევები  ოფთალმოლოგიური დარღვევები  ძალიან იშვაითი: მხედველობის შექცევადი დაბინდვა  აღწერილი იქნა მხედველობის დაბინდვის შემთხვევები, რომელიც მიუთითებდა აკომოდაციის ცვლილებებზე.  კარდიალური დარღვევები  ძალიან იშვიათი: ისევე როგორც სხვა H2 რეცეპტორული ანტაგონისტების შემთხვევაში ბრადიკარდია, A-V ბლოკადა, და მხოლოდ საინექციო ფორმის დროს ასისტოლია.  ვასკულარული დარღვევები  ძალიან იშვიათი: ვასკულიტები  გასტროინტესტინალური დარღვევები  ძალიან იშვიათი: მწვავე პანკრეატიტი, დიარეა.  ჰეპატობილიარული დარღვევები  იშვიათი: ღვიძლის ფუნქციონალური ტესტების გარდამავალი და შექცევადი ცვლილებები.  ძალიან იშვიათი: ჰეპატიტები (ჰეპატოცელულარული, ჰეპატოკანალიკულარული ან შერეული) სიყვითლით ან მის გარეშე, რომლებიც როგორც წესი შექცევადია.  კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები  იშვიათი: კანის გამონაყარი  ძალიან იშვაითი: მულტიფორმული ერითემა, ალოპეცია  ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები ძალაინ იშვიათი: ჩონჩხკუნთოვანი სიმპტომები, როგორიცაა ართრალგია და მიალგია.  რენალური და ურინალური დარღვევები: ძალიან იშვაითი: მწვავე ინტერსტიციალური ნეფრიტები  რეპროდუქციული სისტემის და მკერდის ქსოვილის დარღვევები  ძალიან იშვაითი: შექცევადი იმპოტენცია, მკერდის სიმპტომატიკა (როგორიცაა გინეკომასტია და გალაქტორეა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter