იცით ზეტორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზეტორის გვერდითი მოვლენებია: ზეტორის მიღების დროს გვერდითი მოვლენები: ჩვეულებრივ უმნიშვნელოდაა გამოხატული და დამოუკიდებლად ქრება. ისევე, როგორც ჰმგ-CoA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი მოვლენის სიხშირე, ძირითადად, დოზადამოკოდებულ ხასიათს ატარებს.  ალერგიული რეაქციები: იშვიათად – მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ჭინჭრის ციება, იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება. ცენტრალური ნერვული სისტემას მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი; ზოგჯერ – უმნიშვნელო, უსიმპტომო ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის დოზადამოკიდებული მატება; იშვიათად – პანკრეატიტი; ძალიან იშვიათად – სიყვითლე, ჰეპატიტი, დიარეა. დერმატოლოგიური რეაქციები: ზოგჯერ – ქავილი, გამონაყარი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად – მიალგია; იშვიათად – მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით), რაბდომიოლიზი თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე. კრეატინფოსფოკინაზის დონის დოზა-დამოკიდებული მომატება აღენიშნება პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ. მომატება უმეტესად უმნიშვნელოა, სიმპტომების გარეშე და დროებითი. კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატების შემთხვევაში (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) თერაპია უნდა შეჩერდეს. ასევე – ართრალგია. საშარდე სისტემას მხრივ: პროტეინურია; მინიმალური რაოდენობიდან (კვალი) “++”-მდე ან მეტი (<1%-ს პაციენტებში, რომლებიც 10-20 მგ-ს იღებენ და პაციენტების დაახლოებით 3%-ს, რომლებიც 40 მგ დოზას იღებენ). უმეტეს შემთხვევაში პროტეინურია მცირდება ან საერთოდ ქრება თერაპიის პროცესში და არ ნიშნავს თირკმლების მწვავე ან პროგრესირებადი დაავადების არსებობას. ლაბორატორიული მონაცემები: გლუკოზისა და ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, გგტ-ს და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მატება. სხვადასხვა: ხშირად: ასთენიური სინდრომი; შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter