იცით ზოვირაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოვირაქსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები ქვემოთ შეფასებულია გვერდითი ეფექტების სიხშირის კატეგორიები. უმრავლესი მოვლენისთვის სიხშირის შესაფასებლად არსებული მონაცემები საკმარისი არ არის. დამატებით გვერდითი მოვლენები: ს სიხშირე შეიძლება ვარირებდეს ჩვენების მიხედვით. არასასურველი ეფექტების სიხშირის კლასიფიკაციისთვის გამოყენებულია შემდეგი ცხრილი: ძალიან ხშირი ≥1/10, ხშირი ≥1/100 -<1/10, არახშირი ≥1/1000-<1/100, იშვიათი ≥1/10,000-<1/1000, ძალიან იშვიათი <1/10,000.  სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები არახშირი: ჰემატოლოგიური ინდექსის დაქვეითება (ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. იმუნური სისტემის დარღვევები ძალიან იშვიათი: ანაფილაქსია. ფსიქიატრული და ნერვული სისტემის დარღვევები  ძალიან იშვაითი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აჟიტირება, კონფუზია, ტრემორი, ატაქსია, დიზართრია, ჰალუცინაციები, ფსიქოზური სიმპტომები, კონვულსიები, ძილიანობა, ენცეფალოპათია, კომა. ეს ეფექტები ზოგადად შექცევადია და ჩვეულებრივ აღინიშნება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან სხვა წინასწარგანწყობის ფაქტორებით (იხ. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). ვასკულური დარღვევები ხშირი: ფლებიტი. რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები ძალიან იშვიათი: დისპნოე. გასტროინტესტინური დარღვევები ხშირი: გულისრევა, ღებინება ძალიან იშვიათი: დიარეა, აბდომინური ტკივილი. ჰეპატობილიარული დარღვევები ხშირი: ღვიძლის ფერმენტების შექცევადი მომატება. ძალიან იშვიათი: ბილირუბინის შექცევადი მომატება, სიყვითლე, ჰეპატიტი. კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები ხშირი: ქავილი, ურტიკარია, გამონაყარი (ფოტოსენსიბილიზაციის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: ანგიოედემა. თირკმლის და შარდის დარღვევები ხშირი: სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატება. სისხლშრი შარდოვანას და კრეატინინის სწრაფი ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს პლაზმაში პიკურ დონესთან და პაციენტის ჰიდრატაციასთან. ამ ეფექტის ასაცილებლად პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ინტრავენური ნაკადის სახით, არამედ ნელი ინფუზიით 1 საათის განმავლობაში. ძალიან იშვიათი: თირკმლის დაზიანება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ტკივილი.საჭიროა ადექვატური ჰიდრატაციის შენარჩუნება. თირკმლის დაზიანება ჩვუელბრივ აღდგენა პაციენტის რეჰიდრატაციის და/ან დოზირების შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მოხდეს პროგრესი თირკმლის მწვავე უკმარისობამდე. თირკმლის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის უკმარისობასთან ზოგადი დარღვევები და მიღების მდგომარეობის პირობები ძალიან იშვიათი: დაღლილობა, ცხელება, ადგილობრივი ანთებითი რეაქციები. მწვავე ლოკალური ანთებითი რეაქციები ზოგერ იწვევს კანის დაზიანებას, ვითარდება ზოვირაქსის უყურადღებოდ, ექსტრაცელულარულ ქსოვილებში ინფუზიისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter