იცით ზოკარდისს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოკარდისის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება როგორც ნებისმიერ პრეპარატს, ზოკარდისსაც® შეუძლია გვერდითი მოვლენები: ს გამოწვევა, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში. აგფ ინჰიბიტორების  მიღებასთან დაკავშირებული  უმეტესი გვერდითი  მოქმედებები  ატარებს შექცევად ხასიათს და ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ. ხშირი გვერდითი მოვლენები: (ათი ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე ნაკლები სიხშირე): •    გადაღლა (დაღლილობა) •    გულისრევა და/ან ღებინება •    თავბრუსხვევა •    თავის ტკივილი •    ხველა  ნაკლებად  ხშირი გვერდითი  მოქმედებები  (ასი ნამკურნალები  პაციენტიდან  ერთზე ნაკლები სიხშირე): •    ზოგადი სისუსტე •    კუნთების სპაზმი •    კანზე გამონაყარი.  იშვიათი   გვერდითი   მოქმედებები   (ათასი   ნამკურნალები   პაციენტიდან   ერთზე   ნაკლები სიხშირე): •    სწრაფად  განვითარებადი  შეშუპება  და  ქავილი,  განსაკუთრებით  სახის,  პირის  და  ყელის არეში, სუნთქვის შესაძლო გაძნელებით.  ზოკარდისის® გამოყენებისას რეგისტრირებული გვერდითი მოვლენები: ს გარდა, შემდეგი მოვლენები აღწერილია  აგფ ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში: •  თავბრუსხვევით,   მხედველობის  დარღვევით,  გონების  დაკარგვით  (გულყრა)  მიმდინარე არტერიული  წნევის გამოხატული  დაცემა  მკურნალობის  დასაწყისში  ან დოზის გაზრდის შედეგად •  გულის გახშირებული ან არარეგულარული რიტმი, გულისცემა და ტკივილი გულ-მკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარტქი ან სტენოკარდია). •    ცნობიერების   დარღვევა,   მოულოდნელი   თავბრუსხვევა,   მხედველობის   მოულოდნელი დარღვევა და/ან სხეულის ერთ მხარეს მგრძნობელობის დაკარგვა (იშემიური ტიპის ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ან ინსულტი). •  პერიფერიული  შეშუპება  (კიდურების  ქსოვილებში  სითხის დაგროვება),  ფეხზე დგომისას დაბალი  არტერიული  წნევა,  ტკივილი  გულ-მკერდის  არეში,  კუნთების  ტკივილი    და/ან სპაზმი. •  თირკმელების  ფუნქციის  დაქვეითება,  შარდის  დღე-ღამის  მოცულობის  შეცვლა,  შარდში ცილების არსებობა (პროტეინურია), იმპოტენცია. •    ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, შეკრულობა, პირის სიმშრალე. •  ალერგიული  რეაქციები,  მაგალითად,  კანზე  გამონაყარი,  ჭინჭრის  ციება,  ქავილი,  კანის აქერცვლა,  გაწითლება,  გასივება  და  კანზე  ბუშტუკების  წარმოქმნა  (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება (კანის დაავადება, რომელიც ხასიათდება აქერცლილი, ვარდისფერი ლაქებით), თმის ცვენა (ალოპეცია). •    გაძლიერებული ოფლდენა და გაწითლება. •  ხასიათის შეცვლა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კანის მგრძნობელობის შეცვლა, მაგალითად წვა, ჩხვლეტა ან  დაბუჟება (პარესთეზია), წონასწორობის დარღვევა, გონების არევა, ხმაური ყურებში (ტინიტუსი), გემოს აღქმის დარღვევები, არამკვეთრი მხედველობა. •  სუნთქვის    გაძნელება,    ფილტვებში    სასუნთქი    გზების    შევიწროება    (ბრონქოსპაზმი), სინუსიტი,  სისველე  ცხვირიდან  ან ცხვირის  გაჭედვა  (რინიტი),  ენის  ანთება  (გლოსიტი), ბრონქიტი. •    კანის   გაყვითლება   (სიყვითლე),   ღვიძლის   ან   კუჭქვეშა   ჯირკვლის   ანთება   (ჰეპატიტი, პანკრეატიტი), ნაწლავის ობსტრუქცია (გაუვალობა). • ცვლილებები   სისხლის   მაჩვენებლებში,   მაგალითად,   ჰემოგლობინის,   ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების  მაჩვენებლების ცვლილებები, ან სისხლის ყველა სახის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია). მიმართეთ ექიმს სწრაფად განვითარებული სისხლჩაქცევების,    ყელში აუხსნელი    ტკივილის ან ციებ-ცხელების შემთხვევაში. •  სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზი) და ბილირუბინის აქტიურობის მომატება, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციის მომატება. • ერითროციტების დაშლით გამოწვეული ანემია (ჰემოლიზური ანემია), რომელიც ვლინდება გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობის  შემთხვევაში. გვერდითი მოვლენები: ს გაძლიერების, ან ისეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter