იცით ზოლეპტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლეპტინის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, უძილობა (იშვიათად ძილიანობა), განგაშის შეგრძნება, აჟიტირება, ჰიპომანია, მანია, სიარულის მანერის დარღვევა, მხედველობის დარღვევა, ექსტრაპირამიდული დარღვევები (დისკინეზია, აკატიზია), პარესთეზიები, კრუნჩხვა. მოძრაობის ფუნქციის დარღვევები ხშირად უვითარდებათ პაციენტებს, რომელთაც იგივე აღენიშნებათ ანამნეზში ან მკურნალობენ ანტიფსიქოზური საშუალებებით. სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ იშვიათად ვლინდება მოხსნის სინდრომი. შესაძლებელია განვითარდეს პარესთეზია, ჰიპოსთეზია, დეპრესიის სიმპტომები, ჰალუცინაციები, აგრესიული რეაქციები, ფსიქომოტორული აგზნება, მოუსვენრობა ან ფსიქოზის სიმპტომები, რომლებიც არ განსხვავდება ძირითადი დაავადების სიმპტომებისგან. ზოგადად ორგანიზმის მხრივ: ოფლდენის გაძლიერება, წონაში მატება ან კლება, სისუსტე; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება (იშვიათად – მატება) არექსიამდეც კი, პირის სიმშრალე, დისპეფსიური დარღვევები (მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, დიარეა), მუცლის ტკივილი; სასქესო სისტემის მხრივ: სქესობრივი ფუნქციის დარღვევა (ეაკულაციის შეკავება, ლიბიდოს დაქვეითება, პოტენციის დაქვეითება, ანორგაზმია); გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: კანის სიწითლე ან სახეზე სისხლის მოწოლის შეგრძნება, სისხლდენა (მათ შორის ცხვირიდან), გულისცემის გაძლიერება; ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი; დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი; იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ეპიდერმული ნეკროლიზი; ენდოკრინული სისტემის მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გალაქტორეა, ჰიპერპროლაქტინემია;  ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: გარდამავალი ჰიპონატრიემია (ხშირად ვლინდება ასაკოვან პაციენტებში, ასევე – დიურეზული ან სხვა საშუალებების მიღების ფონზე. აღნიშნული გვერდითი მოვლენა უკავშირდება ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატურ სეკრეციის სინდრომს); იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენებისას – სისხლის შრატში ტრანსამინაზების ასიმპტომური მატება (ფერმენტების აქტივობა ნორმას უბრუნდება პრეპარატის მოხსნის შემდეგ).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter