იცით ზოლომაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლომაქსის გვერდითი მოვლენებია: როგორც ბენზოდიაზეპინების ჯგუფის სხვა ტრანკვილიზატორები ზალომაქსიც ხანდახან იწვევს ძილიანობას, თავბრუსხვევას, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ აღინიშნება პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში. ისინი არ ატარებენ მძიმე ხასიათს და მკურნალობის გაგრძელების ან დოზების შემცირების შემთხვევაში ისინი ქრება. იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, ტრემორი, მეტყველების დარღვევა, ხასიათის ცვალებადობა. ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებიდან რამოდენიმე სთ-ის შემდეგ აღინიშნება მეხსიერების დაქვეითება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დეპრესიით შეპყრობილ პაციენტებში კი ხასიათის გაუმჯობესება და აქტიურობის მომატება. ზოლომაქსით მკურნალობისას ზოგჯერ აღინიშნება საჭმლის-მონელების პროცესის დარღვევა, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები – კანის ქავილი, გამონაყარი, კუნთების სპაზმები და სისუსტე, მადისა და სხეულის წონის დაქვეითება, ენურეზი, ლიბიდოს დაქვეითება, ლაბორატორიული კვლევის მაჩვენებლების ცვლილება (სისხლის სურათი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი). ბენზოდიაზეპინების გამოყენება ხანდახან, უფრო ხშირად ბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებში, იწვევს მოუსვენრობას, აგზნებას, ჰალუცინაციებს, ქცევის დარღვევას. ამ და სხვა გვერდითი მოვლენები: ს განვითარებისას უნდა ვაცნობოთ მკურნალ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს პრეპარატის შემდგომში გამოყენების აუცილებლობას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter