იცით ზომეტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზომეტას გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია მათი გამოვლინების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10) ხშირად (≥1/100, <1/10), ზოგჯერ (≥1/1000, <1/100) იშვიათად (≥1/10000,  <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), ცალკეული ცნობების ჩათვლით. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად – ანემია, ზოგჯერ – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია; იშვიათად – პანციტოპენია. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი; ზოგჯერ – თავბრუსხვევა, პარესთეზიები, გემოვნების დარღვევები, ჰიპოსთეზია, ჰიპერსთეზია, ტრემორი. დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ზოგჯერ – მოუსვენრობა, ძილის დარღვევა; იშვიათად – გონების არევა. მხედველობის ფუნქციის დარღვვები: ხშირად – კონიუნქტივიტი; ზოგჯერ – მხედველობის დაბინდვა; ძალიან იშვიათად – უვეიტი, ეპისკლერიტი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – გულისრევა, ღებინება, ანორექსია; ზოგჯერ – დიარეა, შეკრულობა, აბდომინური ტკივილი, დისპეფსია, სტომატიტები, პირის სიმშრალე. დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – დისპნოე, ხველა. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ზოგჯერ – ქავილი, გამონაყარი (ერითემატოზული და მაკულარული გამონაყრის ჩათვლით), მომატებული ოფლიანობა. დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ: ხშირად – ტკივილი ძვლებში, მიალგია, ართრალგია, გენერალიზებული ტკივილი; ზოგჯერ – კუნთოვანი კრუნჩხვები. დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია; იშვიათად – ბრადიკარდია. დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ ხშირად –  თირკმლისმიერი დარღვევები; ზოგჯერ – თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება. ზოგადი დარღვევები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილზე: ხშირად – ცხელება, გრიპის მსგავსი მდგომარეობა (დაღლილობა, შემცივნება, მოთენთილობა და სახეში სისხლის მოწოლა); იშვიათად – ასთენია, პერიფერიული შეშუპება, რეაქციები ინექციის ადგილზე (ტკივილი, გაღიზიანება, შეშუპება, გამაგრება), ტკივილი მკერდში, სხეულის წონის მომატება. ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრები: ძალიან ხშირად – ჰიპოფოსფატემია; ხშირად – სისხლში კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატება, ჰიპოკალციემია; ზოგჯერ – ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალიემია; იშვიათად – ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია. მიუხედავად იმისა, რომ ზომეტის მიღების დროს ბრონქოსტენოზი არ აღინიშნება, სხვა ბისფოსფონატების მიღება ასთმატიკ-პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან აცეტილსალიცილის მჟავას მიმართ, დაკავშირებული იყო ბრონქოსტენოზთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter