იცით თემოდალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თემოდალის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა (43%) და ღებინება (36%). აღნიშნული მოვლენები საშუალო ან სუსტი სიძლიერისაა (არა უმეტეს 5 ღებინების შეგრძნება დღე-ღამეში), რომელიც თავისთავად გაივლის ან ადვილად შეიძლება მოიხსნას სტანდარტული გულისრევის საწინააღმდეგოდ მკურნალობის მეთოდების გამოყენებით. ძლიერი ღებინება და გულისრევა აღინიშნება შემთხვევების მხოლოდ 4%-ში. აღინიშნება აგრეთვე გადაღლილობა (22%), ყაბზობა (17%), თავის ტკივილი (14%), ანორექსია (11%), დიარეა (8%), გამონაყარი, ცხელება და ძილიანობა (6%). ხშირ შემთხვევაში (2%-დან 5%-მდე) – ასთენია, ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, თავბრუსხვევა, სხეულის წონის დაკლება ან დაქვეითება, ქოშინი, დისპეფსია, ალოპეცია, შემცივნება, ქავილი, გემოვნების დაქვეითება ან პარესთეზიები. ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: გლიომით ან მეტასტაზური მელანომით დაავადებულ ავადმყოფებს მკურნალობის დროს აღენიშნებათ მე-3 და მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენიის და ნეიტროპენიის შემთხვევები 19% და 17% გლიომის დროს და 20% და 22% მელანომის დროს. ამ შემთხვევაში ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია ან/და თემოდალით მკურნალობის შეწყვეტა საჭირო იყო 8% და 4%-ში – გლიომების დროს და 3% და 1.3%-ში – მელანომის დროს. ძვლის ტვინის დათრგუნვას ადგილი ჰქონდა ძირითადად მკურნალობის პირველი რამოდენიმე ციკლის განმავლობაში, მაქსიმუმ 21 და 28 დღეებს შორის, რომლის აღდგენა მიმდინარეობდა სწრაფად, როგორც წესი 1-2 კვირის განმავლობაში. ამ დროს კუმულაციური მიელოსუპრესიის ნიშნები არ აღინიშნებოდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter