იცით თერაპინი BID-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თერაპინი BID-ის გვერდითი მოვლენებია: თერაპინი ზოგადად კარგი ამტანობით ხასიათდება. ყველაზე ხშირად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი, პირღებინება და ვაგინიტი. გვერდითი ეფექტების, განსაკუთრებით კი დიარეის გამოვლენა იზრდება რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას. სხვა ნაკლებად ხშირად გამოვლენილი რეაქციებია: დისკომფორტი მუცლის არეში, მეტეორიზმი და თავის ტკივილი.  შემდეგი გვერდითი ეფექტები დაკავშირებულია ამპიცილინის კლასის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დიარეა, გულისრევა, პირღებინება, გასტრიტი, მოუნელებლობა, სტომატიტი, კანდიდოზი, ენტეროკოლიტი, ჰემორაგიული და ფსევდომემბრანოზული კოლიტი. გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენები: იშვიათად ვლინდება ტაბლეტის ჭამამდე მიღების შემთხვევაში. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის გამონაყარი, ანაფილაქსია, ანგიოშეშუპება, მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და იშვიათად ექსფოლიატური დერმატიტი. აღნიშნული რეაქციების კონტროლი შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალებებით, აუცილებლობისას კი, სისტემური კორტიკოსტეროიდებით. ამგვარი რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ექიმი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ღვიძლი: ამპიცილინის კლასის ანტიბიოტიკებით მკურნალობისას აღინიშნება AST (SGOT) და/ან ALT (SGPT) ზომიერად მომატება, თუმცა ამგვარი მონაცემების მნიშვნელობა არ არის ცნობილი. იშვიათად აღინიშნება ღვიძლის დისფუნქცია, მათ შორის შრატისმიერი ტრანსამინაზების (AST და/ან ALT), შრატისმიერი ბილირუბინის და/ან ტუტე ფოსფატაზას მომატება. ღვიძლის დისფუნქცია, რომელიც შეიძლება მწვავე იყოს, ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ყოველივე ეს ზოგადად ასოცირებულია სერიოზულ ძირითად დაავადებებთან ან პარალელურად გამოყენებულ პრეპარატებთან.  თირკმელი: იშვიათად აღინიშნება ინტერსტიციული ნეფრიტი და ჰემატურია. ჰემატოლოგიური ეფექტები: აღინიშნა ანემია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ეოზინოფილია, ლეიკოპენია და აგრანულოციტოზი. აღნიშნული ცვლილებები გარდამავალი ხასიათის იყო და ნორმის ფარგლებს დაუბრუნდა მკურნალობის დასრულების შემდეგ. უმნიშვნელო თრომბოციტოზი აღინიშნა თერაპინით მკურნალობაზე მყოფ 1%-ზე ნაკლებ პაციენტში.  ცენტრალური ნერვული სისტემა: შექცევადი ჰიპერაქტიურობა, აგზნება, შფოთვა, ცნობიერების მოშლა, უძილობა და ძილიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter