იცით თიმოლოლ-პოსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თიმოლოლ-პოსის გვერდითი მოვლენებია:  თუ თიმოლოლ-პოსით მკურნალობისას განვითარდა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში ან თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის ეფექტურობაში, გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები: თვალის გაღიზიანება, კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის, კერატიტის სახით. ჩაწვეთებისთანავე მხედველობის სიმახვილის ხანმოკლე ცვლილება, თვალების “სიმშრალის” გრძნობა. სისტემური გვერდითი ეფექტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, სინკოპალური მდგომარეობა, ცერებროვასკულარული ინსულტი, ცერებრალური იშემია, ბრადიკარდია, არითმია, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა გულის გაჩერებამდეც კი, გულის უკმარისობა. სისტემური გვერდითი ეფექტი სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, ფილტვის უკმარისობა, ქოშინი. სისტემური გვერდითი ეფექტი კანის საფარის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობა (ეგზანთემა, ურტიკარია, ალოპეცია). სისტემური სხვა გვერდითი ეფექტები:თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, თავბრუსხვევა, დეპრესია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter