იცით ივაკარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ივაკარდის გვერდითი მოვლენებია: ივაბრადინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები:  ნათებითი მოვლენები (ფოტოპსიები) და ბრადიკარდია, ატარებდა დოზადამოკიდებულ ხასიათს და უკავშირდებოდა ივაბრადინის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას. შემდგომში ნახსენები გვერდითი მოვლენები მოყვანილია ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციის MedDRA-ის და შემთხვევათა სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირად: (≥1/10), ხშირად (≥1/100 <1/10), არახშირად (≥1/1 000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10 000- <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10 000), არ არის ცნობილი (არსებული მონაცემების მიხედვით ვერ განისაზღვრება). სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები არახშირად – ეოზინოფილია. გულის მხრივ დარღვევები ხშირად – ბრადიკარდია, I ხარისხის АВ ბლოკადა (PQ ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე), პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, წინაგულების ფიბრილაცია. არახშირად – ძლიერი გულისცემა (პალპიტაცია), პარკუჭზედა ექსტრასისტოლია. ძალიან იშვიათად – II და III ხარისხის АВ ბლოკადები, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი. სისხლძარღვოვანი დარღვევები ხშირად – არაკონტროლირებადი არტერიული წნევა. არახშირად* – არტერიული ჰიპოტენზია (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან).  დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ არახშირად – ქოშინი. ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები ხშირად: თავის ტკივილი (როგორც წესი, მკურნალობის პირველ თვეს), თავბრუსხვევა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან). არახშირად* – გონების დაკარგვა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან). მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები არახშირად – შარდმჟავას დონის მომატება სისხლის პლაზმაში. მხედველობის ორგანოების დარღვევები ძალიან ხშირად – ნათებითი მოვლენები (ფოტოპსიები). ხშირად – არამკვეთრი მხედველობა.   არახშირად* – დიპლოპია, მხედველობის დარღვევა.  სმენისა ორგანოებისა და ლაბირინთის  მხრივ დარღვევა არახშირად – ვერტიგო. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არახშირად – გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში*. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები არახშირად* – ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი. იშვიათად* – ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება. ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები არახშირად – კუნთების კრუნჩხვები. ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე არახშირად* – ასთენია (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან), დაღლილობა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან). იშვიათად* – შეუძლოდ ყოფნა (შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბრადიკარდიასთან). კვლევები არახშირად – სისხლში კრეატინის დონის მომატება, QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე. *სიხშირე განისაზღვრებოდა კლინიკური კვლევების დროს მიღებული გვერდითი რეაქციების შესახებ სპონტანური შეტყობინებების საფუძველზე. ცალკეული გვერდითი მოვლენების აღწერა ნათებითი ფენომენები (ფოტოპსიები) შეინიშნებოდა პაციენტთა 14,5% – ში, მხედველობის არეალის შეზღუდულ მონაკვეთში სიკაშკაშის დროებითი მომატების სახით. როგორც წესი, მათი გამოჩენა განპირობებულია სინათლის ინტენსივობის მოულოდნელი ცვლილებით. ფოტოპსიები ასევე შეიძლება აღწერილ იქნას, როგორც ჰალო, გამოსახულების დაშლა (სტრობოსკოპიული ან კალეიდოსკოპიული ეფექტები), ფერადი კაშკაშა ნათებებები ან რამდენიმე გამოსახულება (თვალის ბადურის სიმტკიცე). როგორც წესი, ფოტოპსიები ჩნდება მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც ისინი შეიძლება განმეორებით გაჩნდეს. როგორც წესი, კეთდება შეტყობინებები სუსტი ან საშუალო ინტენსივობის ფოტოპსიების შესახებ. ფოტოპსიები ქრება მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში (77,5%) მკურნალობის დროს. პაციენტთა 1%-ზე ნაკლებმა შეცვალა საკუთარი დღის წესრიგი ან შეწყვიტა მკურნალობა ფოტოპსიების გამო. ბრადიკარდია აღენიშნებოდა 3,3% პაციენტს, განსაკუთრებით კი, მკურნალობის პირველი 2-3 თვის განმავლობაში. ბრადიკარდიის მძიმე ფორმა, გულის შეკუმშვათა სიხშირით ≤40 დარტყმა/წთ., ჰქონდა 0,5% პაციენტს. წინაგულების ფიბრილაცია აღენიშნებოდა 5,3% პაციენტს, რომლებიც იღებდნენ ივაბრადინს, პლაცებო ჯგუფში გამოვლენილ 3,8%-თან შედარებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter