იცით იმირანი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმირანის  გვერდითი მოვლენებია:   ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ფაღარათი, გამონაყარი კანზე, ქავილი, გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, გამკვრივება, საერთო სისუსტე და დაღლილობა, პირის სიმშრალე. ანაფილაქსიური რეაქციები ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, შფოთვა, ნევროზი, გულყრები, ექსტრაპირამიდული დარღვევები, თვალის მოძრაობის დარღვევები, პარკუჭოვანი არითმიები, Q – T-ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე, მოციმციმე არითმია, უეცარი კარდიალური სიკვდილი. ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, შარდის შეკავება, სარძევე ჯირკვლის ზომაში მომატება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები, სისხლში პროლაქტინის დონის მომატება. უკუჩვენებები: დომპერიდონის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატბეული მგრძნობელობა. ჰიპოფიზის პროლაქტინ-მაპროდუცირებელი სიმსივნე, არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება კუჭის მოტორული ფუნქციის სტიმულაციის მიზნით: კუჭ-ნაწლავის ჰემორაგია, მექანიკური გაუვალობის ან პერფორაციის დროს. პაციენტებში ღვიძლის ზომიერი ან მწვავე დისფუნქციით. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის გამტარობის ინტერვალების გახანგრძლივება, განსაკუთრებით QTc, პაციენტებში ელექტროლიტების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დარღვევით ან ფონური გულის დაავადებებით, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა. QT_გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება. ბავშვებში 35 კგ-მდე სხეულის წონით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter