იცით იმოვანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმოვანის გვერდითი მოვლენებია:  ზოპიკლონის დანიშვნისას ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტია მწარე გემო პირის ღრუში.  სხვა გვერდითი ეფექტებიდან აღსანიშნავია: – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პოსტჰიპნოზური ეფექტი; – საჭმლის მონელების დარღვევა: დისპეფსია, გულისრევა, პირის სიმშრალე; – ალერგიული ან კანის რეაქციები ქავილისა და გამონაყარის სახით. ამნეზია: შესაძლებელია აღინიშნოს ანტეგრადული ამნეზია. რეაქციები ფსიქიური სფეროს მხრივ და პარადოქსული რეაქციები: ღამის “კოშმარები”, გაღიზიანებადობა, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, არაადექვატური ქმედებები, შემდგომი ამნეზიით გვხვდება იშვიათად. მოხსნის სინდრომი და უკუგების ფენომენი ზოგჯერ აღინიშნება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter