იცით იმპლიკორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იმპლიკორის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.   ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენები: (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): • სინათლის აღქმის დარღვევები (სიმკვეთრის დროებითი მომატება, ყველაზე ხშირად გამოწვეულია განათების ინტენსივობის უეცარი ცვლილებით). მისი აღწერა აგრეთვე შეიძლება როგორც ელვის, ფერადი გაელვების, გამოსახულების გადღაბნილობა ან მრავალჯერადი გამოსახულება. ისინი ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში, ამის შემდეგ შეიძლება განვითარდეს განმეორებით და ქრება მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.  • დაღლილობის შეგრძნება.   გავრცელებული გვერდითი მოვლენები: (შეიძლება განვითარდეს 10-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში): • კოშმარული სიზმრები; • თავის ტკივილი;  • ძილიანობა;  • ძილის პრობლემები;  • თავბრუსხვევა;  • არამკვეთრი (დაბინდული) მხედველობა;  • გულის მუშაობის ცვლილებები (ნელი, არარეგულარული, სწრაფი შეკუმშვები);  • გულის დამატებითი შეკუმშვები;  • გულისცემის პათოლოგიური აღქმა;  • გულისცემის შეგრძნება;  • არაკონტროლირებული არტერიული წნევა;  • დაქვეითებული არტერიული წნევა, მაგ., ადგომისას;  • ტერფების და ხელის მტევნების გაციება;  • ხელების და ფეხების თითებში ჩხვლეტა და ფერის ცვლილება (გათეთრება, გალურჯება, შემდგომ სიწითლე) (რეინოს სინდრომი); • სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას; • გულისრევა; • ყაბზობა; • დიარეა;  • ღებინება; • მუცლის ტკივილი; • სქესობრივი ლტოლვის დარღვევა;  არაგავრცელებული გვერდითი მოვლენები: (შეიძლება განვითარდეს 100-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში): • ეოზინოფილების მომატებული რაოდენობა (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა); • ფსორიაზის გამწვავება; • სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე; • სისხლში შაქრის (გლუკოზა) დაბალი დონე; • დეპრესია; • ცნობიერების დაბინდვა; • ჰალუცინაციები; • ყურადღების დაქვეითება; • გულის წასვლა; • ჩხვლეტა ან დაბუჟება ხელის მტევნებში ან ტერფებში  • გარემოზე რეაქციის არ არსებობა (სტუპორი); • მხედველობის დარღვევები; • თვალის სიმშრალე; • თვალების გაღიზიანება; • მხედველობის გაორება; • თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო); • გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება;  • გულის სერიოზული დაავადებები გამოწვეული ძალიან დაბალი არტერიული წნევით; • მკერდში ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება; • არტერიული წნევის დაქვეითება ნელი გულისცემის გამო;  • კუნთების ტკივილი ერთ ან ორივე ფეხში, სიარულის დროს; • სუნთქვის გაძნელება (დისპნოე); • მსტვინავი ხველა ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი); • ანგიონევროზული შეშუპება (მაგ., სახის, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება); • კანის გამონაყარი;  • კანის თეთრი ან ვერცხლისფერი გამონაყარი (ფსორიაზი); • ჭინჭრის ციება;  • კუნთების სპაზმები;  • კუნთების კრუნჩხვები;  • სისუტის შეგრძნება;  • შეშუპება; • სხეულის მასის მომატება;  • სისხლში კრეატინინის დონის მომატება (კუნთებში ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტი); • გულის მრუდის გადახრა ეკგ-ზე.  იშვიათი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება განვითარდეს 1000-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში): • სისხლდენის ან ჰემატომის განვითარებისადმი ჩვეულებრივზე დიდი მიდრეკილება (თრომბოციტების დაბალი დონე); • მომატებული აგზნებადობა;  • შფოთვა; • თვალების ანთება; • ტინიტუსი (ყურებში შუილი, ხმაური, სტვენა ან სხვაგვარი მუდმივი ხმები); • სურდო/გაგუდული ცხვირი; • პირის სიმშრალე; • გემოვნების შეგრძნებების დარღვევა; • ღვიძლის ფუნქიციური სინჯების მაჩვენებლების ცვილება;  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; • კანის სიწითლე; • ქავილი; • თმის ცვენა; • კუნთების სისუსტე; • შეუძლოდ ყოფნა; • ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება;  • სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, იმპოტენცია.   ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: (შეიძლება განვითარდეს 10000-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში): • სისხლის თეთრი უჯრედების უკმარისობა; • პიროვნების ცვლილება; • მეხსიერების დაკარგვა; • სმენის გაუარესება; • სიყრუე; • არარეგულარული გულისცემა; • შეტევების გახშირება სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში; • განგნრენა კიდურების უკვე არსებული არასაკმარისი სისხლმომარაგებისას; • მუცლის ზედა ნაწილის ფიბროზი (ზედმეტი ქსოვილის წარმოქმნა გულმკერდის კედლის ქვედა ნაწილში); • ჰეპატიტი (ღვიძლის დაავადება); • მზისადმი კანის მომატებული მგრძნობელობა; • შეშუპებული/მტკივნეული სახსრები (ართრალგია); • მტკივნეული ერექცია (პეირონის დაავადება).   გვერდითი მოვლენები: ს შეტყობინება რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ეს აგრეთვე ეხება გვერდით ეფექტებს, რომლებიც მოცემულ ჩამოთვლილი არ არის ჩანართში. გვერდითი მოვლენები: ს შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოებაზე ცნობების შეგროვებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter