იცით ინსულატარდი ჰმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინსულატარდი ჰმ-ის გვერდითი მოვლენებია: : – ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება – ცხელება, ქოშინი, არტერიული წნევის დაქვეითება); – ჰიპოგლიკემია (კანის საფარველის სიფერმკრთალე, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, გულის ცემის გაძლიერება, კანკალი, შიმშილის გრძნობა, აღგზნებულობა, განგაში, პირის ღრუს პარესთეზია, თავის ტკივილი, ძილიანობა, უძილობა, შიში, დეპრესიული განწყობა, გაღიზიანებულობა, უჩვეულო ქცევები, არათავდაჯერებულობა მოძრაობაში. დარღვევა მეტყველების და სმენის), ჰიპოგლიკემიური კომა; – ჰიპერგლიკემია და დიაბეტური აციდოზი (დაბალი დოზის დროს, ინექციის გამოტოვებისას, დიეტის დაუცველობისას, ცხელებისა და ინფექციის დროს): ძილიანობა, წყურვილი, მადის დაქვეითება, სახის ჰიპერემია; ცნობიერების დარღვევა (პრეკომატოზური და კომატოზური მდგომარეობის განვითარებამდე); მხედველობის გარდამავალი დარღვევა (განსაკუთრებით თერაპიის დასწყისში); ჯვარედინი იმუნოლოგიური რეაქციები ადამიანის ინსულინთან; ანტიინსულარული ანტისხეულების ტიტრის მომატება გლიკემიის შემდგომი ზრდით; ჰიპერემია, ქავილი და ლიპოდისტროფია (ატროფია ან ჰიპერტროფია კანქვეშა ცხიმოვანი შრის) შეყვანის ადგილას. მკურნალობის დასწყისში – შეშუპება და რეფრაქციის დარღვევა (ატარებს დროებით ხასიათს და გაივლის მკურნალობის გაგრძელებისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter