იცით ინსუფორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინსუფორის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ანორექსია (მადის არქონა), გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, აბდომინური ტკივილი (უფრო ხშირად ვითარდება თერაპიის დასაწყისში და გადის დამოუკიდებლად), პირში ლითონის გემო. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათ გამონაკლის შემთხვევებში – რძემჟავას აციდოზი, მოითხოვს პრეპარატის მოხსნას (სისუსტე, ძილიანობა, ჰიპოტენზია, რეფლექტორული ბრადიარითმია, რესპირატორული დარღვევები, მუცლის ტკივილი, მიალგია, ჰიპოთერმია), ჰიპოგლიკემია; B12 ვიტამინის ჰიპოვიტამინოზი (B12ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას შეწოვის დარღვევის შედეგად). სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში ხანგრძლივი გამოყენებისას – მეგალობლასტური ანემია. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, დერმატიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter