იცით ინჰიბეისს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინჰიბეისის გვერდითი მოვლენებია: : ცნს–ის მხრივ: შედარებით ხშირად – თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: 2%–ზე ნაკლები: – სისუსტე, არტერიული ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პაციენტებში ჰიპონატრიემიით და ჰიპოვოლემიით, გამოწვეული დიეტით, დიარეით, მიღებული დიურეტიკებით, უმარილო დიეტით ან დიალიზით. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: 2%–ზე ნაკლები – დისპეფსია, როგორც სხვა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას, აღწერილია ანგიონევროტული შეშუპების  შემთხვევები, თუმცა იშვიათად; თუ შეშუპება ვრცელდება სახეზე, ტუჩებზე, ენაზე, ხმის აპარატზე და/ან ხორხზე ინჰიბეისის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. სხვა: 2%–ზე ნაკლები – გამონაყარი და ხველა. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: იშვიათად – მცირე, ხშირად შექცევადი გაზრდა სისხლის შრატში კრეატინინის და შარდოვანის (ასე ძირითად ხდება ავადმყოფებში თირკმლის არტერიის სტენოზით ან თირკმლის უკმარისობით, მაგრამ ზოგჯერ თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროსაც, განსაკუთრებით მათში ვინც ერთდროულად  დიურეტიკებს ღებულობს). ავადმყოფებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დაკავშირებული რენინ–ანგიოტენზინ–ალდოსტერონულ სისტემაზე, მაგალითად, სისხლის მიმოქცევის მძიმე უკმარისობის დროს, თირკმლის არტერიის სტენოზის დროს და თირკმელების სხვა დაავადებებისას, ინჰიბეისით მკურნალობამ ისევე როგორც სხვა აგფ–ინჰიბიტორებით, შეიძლება გამოიწვიოს შარდოვანას აზოტის მომატება სისხლში და შრატში კრეატინინისა. თუმცა ინჰიბეისის და/ან დიურეტიკების შეწყვეტის შემდეგ ეს ცვლილებები შექცევადია, აღწერილია თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა და ზოგჯერ თირკმლის მწვავე უკმარისობა. ზოგჯერ აღინიშნა ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის და/ან ლეიკოციტების  დონის შემცირება, თუმცა ამ ცვლილებების კავშირი ინჰიბეისის მიღებასთან არ იქნა დადგენილი. უმრავლეს შემთხვევაში გვერდითი რეაქციები მსუბუქი ან ზომიერია, აქვს გარდამავალი ხასიათი და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter